“ერთი არაკაცი აღმოჩნდა და მეორე – ლენჩი… შევიჭრებით ტერიტორიაზე და ავუფეთქებთ ყველაფერს”

news
ავტ.: news აგვისტო 14, 2015 14:29 განახლებულია

“ერთი არაკაცი აღმოჩნდა და მეორე – ლენჩი… შევიჭრებით ტერიტორიაზე და ავუფეთქებთ ყველაფერს”

მნიშვნელოვანი

  • თბილისის საკრებულოს მიერ მირზა შაფის პროექტის დამტკიცებას საკრებულოს რამდენიმე წევრის და საზოგადოების ნაწილის მხრიდან მკვეთრი უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. პროექტს ეწინააღმდეგება პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძეც, ის მირზა შაფის ტერიტორიაზე შეჭრით და ინვესტორის ქონების აფეთქებით იმუქრება .

სხვა სტატიები

თბილისის საკრებულოს მიერ მირზა შაფის პროექტის დამტკიცებას საკრებულოს რამდენიმე წევრის და საზოგადოების ნაწილის მხრიდან მკვეთრი უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. პროექტს ეწინააღმდეგება პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძეც, ის მირზა შაფის ტერიტორიაზე შეჭრით და ინვესტორის ქონების აფეთქებით იმუქრება .

„ძალიან ცუდ რამეს აპირებენ, საშინლად უკანონო მშენებლობას აქვს ადგილი… ინვესტორს მოქრთამული ჰყავს ნახევარი ხალხი. ძალიან მრცხვენია დავით ნარმანიას გამო. ღარიბაშვილის ნაცვლად ძალიან მრცხვენია. ერთი არაკაცი აღმოჩნდა და მეორე – ლენჩი. საერთო ჯამში კი გვყავს დეგენერატი მთავრობა, სადაც ვერ გაიგებ ვისი ინტერესები სადაა და ვინ ვის ქრთამავს. ყველანაირად გაგვიცრუეს იმედები. ესენი „ნაცებზე“ უარესები აღმოჩნდნენ, ამიტომ არიან უსინდისოები და ამ დეგენერატების არჩევა აღარ შეიძლება, ესენი აგრძლებენ „ნაცისტების“პოლიტიკას , ოღონდ უფრო ლენჩური მეთოდებით“- აცხადებს კაკაბაძე და მირზა შაფის პროექტის განხორციელების შემთხვევაში ამ პროექტისთვის ხელის შეშლის გეგმებზე საუბრობს:

„ჩვენ უკვე გადავალთ მოქმედებებზე, შევიჭრებით ტერიტორიაზე და ამ ინვესტორს ავუფეთქებთ ყველაფერს, ამას ვამბობ და შევასრულებ- გვყავს ხალხი, ვინც ამის შემსრულებელია და ამას გავაკეთებთ“- აცხადებს ირაკლი კაკაბაძე.

წყარო „ალია“

news
ავტ.: news აგვისტო 14, 2015 14:29 განახლებულია

Google სტატისტიკა


4,416
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics