- 1991 წლის 31 მარტი
- შსს-მ რუსთავის სასამართლოდან გაქცეული მსჯავრდებული რესტორანში დააკავა
- შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
- სკანდალური საპატრულო ეკიპაჟი 305 – გიორგი ბაბუნაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუს და ვიდეომასალის სრული ვერსია
- “არატრადიციული ორიენტაციის პატიმრები სირბილით ისწორებდნენ კოლგოტკებს და საყვედურობდნენ – მეტი აღარ შეგვიძლია, რეზინის ხომ არ ვართ!“
- უვარგისი პურს, რომელსაც პატიმრები არ ჭამენ, დაუგდებენ მტრედებს, მტრედები კვდებიან!!!
ერთი ადგილი გიკანკალებს და ისე მიდიხარ მოლაპარაკებებისკენ, მთელ მის საგარეო პოლიტიკურ ინფრასტრუქტურას სწორედ იმ ადგილის გასახევად მომართავს-ირაკლი ალასანია
მნიშვნელოვანი
- ერთი ადგილი გიკანკალებს და ისე მიდიხარ მოლაპარაკებებისკენ, მთელ მის საგარეო პოლიტიკურ ინფრასტრუქტურას სწორედ იმ ადგილის გასახევად მომართავს-ირაკლი ალასანია
სხვა სტატიები
როდესაც რუსეთი დაინახავს, რომ შენ ერთი ადგილი გიკანკალებს და ისე მიდიხარ მოლაპარაკებებისკენ, მთელ მის საგარეო პოლიტიკურ ინფრასტრუქტურას სწორედ იმ ადგილის გასახევად მომართავს, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ “ტელეიმედის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა, რითაც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.
ალასანიას შეფასებით, აბაშიძის განცხადებით ქვეყანაში გაჩნდა “ის საფრთხე, რაზეც 3 თვის წინ” საუბრობდნენ. “ევროატლანტიკური ინტეგრაცია ეს არ არის უბრალოდ მისწრაფება ევროპისკენ. ევროპა, ნატო ეს არის ინსტრუმენტი ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობის შენარჩუნების და როდესაც მისი წარმომადგენელი გამოდის და რუსეთთან შეხვედრის წინ აძლევს მოსკოვს გზავნილს, რომ არა ბატონო, თქვენ არ ინერვიულოთ და აქ არანაირი ნატოს ინფრასტრუქტურა არ იქნება, დამერწმუნეთ, ეს არის გზავნილი რუსეთისთვის, რომ ჩვენ ნატოსკენ არ მივდივართ. მე პატივს ვცემ დიდ გამოცდილებას, რომელიც აქვს ზურაბ აბაშიძეს დიპლომატიაში, მაგრამ მინდა შევახსენო, რომ მე მქონდა გამოცდილება რუსეთთან მოლაპარაკებების, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომი მიმდინარეობდა და პირისპირ ვიყავი რუსეთთან გაეროს უშიშროების საბჭოზე. მე ძალიან კარგად ვიცი რუსეთის ტაქტიკა მოლაპარაკების პროცესში. როდესაც რუსეთი დაინახავს, რომ შენ ერთი ადგილი გიკანკალებს და ისე მიდიხარ მოლაპარაკებებისკენ, მთელ მის ინფრასტრუქტურას, საგარეო პოლიტიკურს, სწორედ იმ ადგილის გასახევად მომართავს. ამიტომ უნდა იყო მტკიცე, მყარი და უნდა უთხრა მათ, რომ გარდაუვალია საქართველოს შესვლა ნატოში, გარდაუვალია ნატოს ინფრასტრუქტურის გამიჯვნა. როცვ დაინახავს ამ გარდაუვალობას რუსეთი, ამ შეუქცევადობას, აი, მაშინ შეცვლის რიტორიკას და მაშინ შეიძლება ნორმალიზაციაზე ლაპარაკი”, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.