“თუ საქართველოში რუსეთის კუთვნილი ავიაკომპანიები შემოვლენ, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ხდება დეოკუპაციის პოლიტიკის ეროზია,”–ზურაბ ჯაფარიძე

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 16, 2015 14:35

“თუ საქართველოში რუსეთის კუთვნილი ავიაკომპანიები შემოვლენ, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ხდება დეოკუპაციის პოლიტიკის ეროზია,”–ზურაბ ჯაფარიძე

ნაციონალური-მოძრაობა2014 წლის 26 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს გავლით, გამოუგზავნა ნოტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებამ შესთავაზა საქართველოს ხელისუფლებას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენა რუსეთსა და საქართველოს შორის.

ჩვენ ვვარაუდობთ რომ აღნიშნული ინციატივის წინასწარი განხილვა მოხდა ე.წ. აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატში, თუმცა იმის გამო რომ ეს მოლაპრაკებები დახურულია როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ამის კონკრეტული მტკიცებულება არ გვაქვს

აღნიშნულ ნოტაში, რუსეთის მხარე საქართველოს სთავაზობს ისეთ პირობებს, რომლებიც საზიანოა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის.

აღნიშნულ ნოტას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა 2014 წლის 8 ივლისის ნოტით, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებამ უაპელაციო თანხმობა განაცხადა ყველა იმ პირობაზე, რომელთა დაკმაყოფილებასაც რუსეთი ითხოვდა.

2014 წლის 18 სექტემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაგზავნა მორიგი ნოტა, რომლითაც ფაქტობრივად მოითხოვა მოსკოვი-თბილისი-მოსკოვი მარშრუტზე 12 რუსული ავიაკომპანიის დაშვება საქართველოს მხრიდან.

სამწუხაროდ დღევანდელი ხელისუფება აგრძელებს საქართველოს მოსახლეობის ზურგსუკან ქვეყნისთვის საზიანო გარიგებების დადებას ოკუპანტ სახელმწიფოსთან.

ჩვენი აზრით ყოვლად დაუშვებელია საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენა იმ პირობებით, რომლებიც წამოაყენა კრემლმა და რომელზეც უპირობოდ დასთანხმდა საქართველოს ხელისუფება.

თუ ეს შეთანხმება განხორციელდა:

1. მაღალი ალბათობით რუსული, მათ შორის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული და პირადად პუტინის ავიაკომპანიები, საქართველოს ბაზარზე შემოვლენ დემპინგური ფასებით, რაც გამოიწვევს ქართული საავიაციო ბაზრის მთლიანად მიბმას რუსეთზე და ქვეყნიდან განდევნის სხვა უცხოურ გადამზიდავებს. (სხვა შემთხვევაში, არსებული მგზავრთა ნაკადის მოცულობის პირობებში, გაუგებარია რაში სჭირდება რუსეთს 12 ავიაკომპანიის შემოყვანა ქართულ ბაზარზე). ოკუპანტ სახელმწიფოს ხელში აღმოჩნდება კიდევ ერთი ეკონომიკური ბერკეტი, რომელსაც ის აუცილებლად გამოიყენებს შესაბამის დროს საქართველოს წინააღმდეგ.
2. საქართველოს ბაზარზე რეგულარული რეისებით შემოვლენ ისეთი კომპანიები, რომლებიც მოხვდნენ დასავლეთის მხირდან რუსეთისთვის დაკისრებულ სანქციებში (მაგ. UTAir, Dobroliot (აეროფლოტის შვიობილი კომპანია)), პუტინის პირადი ავიაკომპანიები (მაგ. UTAir), სახელმწიფო დოტაციაზე მყოფი ავიაკომპანიები, რომელთაც აქვთ დიდი მოცულობის ვალები (მაგ. Transaero, რომელსაც გაზპრომის და როსნეფტის ვალი აქვს), ავიაკომპანიები, რომლებიც არღვევენ საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ (მაგ. Aeroflot, 2014 წლის 30 სექტემბერს შეასრულა რეისი სოხუმის მიმართულებით)

ჩვენი აზრით აღნიშნული შეთანხმების განხორციელება არის დაუშვებელი, რადგან ის წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ინტერესებთან და ზრდის ქვეყნის წინაშე არსებულ პოტენციურ საფრთხეებს.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 16, 2015 14:35

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,290
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics