ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 16, 2015 14:47

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება

ფინანსთა სამინისტრომ 5 იანვრის განცხადებით მოსახლეობას მიულოცა ახალი წელი და ამცნო, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა წინასწარი მონაცემებით შეადგინა,
9 120 მლნ. (ცხრა მილიარდ ასოციმილიონი) ლარი, მაგრამ ყურადღება არ გაუმახვილებია რომ აღნიშნული მხოლოდ მოსახლეობის მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე განხორციელდა და სხვა ფაქტორებით, კერძოდ:
1. ვალუტის კურსის ცვლილებით ბიუჯეტში დამატებით მიღებული იქნა მხოლოდ იანვარი-ნომბერის თვეებში 52 მლნ. ლარი, რადგან ბიუჯეტის მიხედვით გაცვლითი კურის დაგეგმილი იყო 1,7 ოდენობით ხოლო ეროვნული ბანკის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით საშუალოდ ამ მაჩვენებელმა შეადგინა 1.75 ერთეული. ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებით მნიშვნელოვნად იზარალა მოსახლეობამ, რადგან გაუძვირდათ პროდუქტი ხოლო ამ ფაქტით ისარგებლა მთავრობამ, რადგან მეწარმეებს მოუწიათ მეტი გადასახადის გადახდა;
2. ფინანსთა სამინისტრომ 2014 წლის ბიუჯეტი დაგეგმა 2013 წლის ბიუჯეტზე ნაკლები 100 მლნ. ლარით, მიუხელავად იმისა, რომ ეკონომიკა გაიზარდა 3%-ით, და აქციზის გადასახადმაც მოიმატა. მათ მოიმიზეზეს დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება და საგადასახადო შემოსავლების გეგმა შეამცირეს 200 მლნ. ლარით. რეალურად მოსახლეობას დააბრუნეს 128 მილიონი ლარი და დარჩენილი 72 მლნ. მოხმარდა გეგმის შესრულებას. გვაქვს ეჭვიგვ, რომ მოსახლობაზე დაუბეგრავი მინიმუმის სახით დაბრუნებული თანხა ფინანსთა სამინისტრომ ჯერ საგადასახადო შემოსავლებში ასახა, რათა დაეფიქსირებინა გეგმის შესრულება და პარალელურად უკან დააბრუნა.

3. 150 მლნ. ლარი ბიზნეს უკან არ დაბრუნებია, რასაც ბიუჯეტის დაგეგმილი პარამეტრები ითვალიწინებდა და თითქოს წინა წლებში ზედმეტად გადახდილი გადასახადების დაბრუნებას წარმოადგენდა;
4. დამატებითი შემოსავლები შემოვიდა ასევე დეკემბრის თვის მეორე ნახევარში სწრაფი ტემპით მობილიზებული უცხოეთიდან გადმორიცხული გრანტებისა და სესხების ხარჯზე, მაგრამ თანხების მოცულობაზე მოგვიანებით გაცნობებთ, როდესაც ოფიციალურად სამინისტრო გამოაქვეყნებს მონაცემებს.
ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას რომ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 2014 წელსაც ვერ შესრულდა.
– ნათლად გამოჩნდა რომ მთავრობის მიერ განცხადებული პოლიტიკა თითქოს ხელს უწყობენ ბიზნეს და განსაკუთრებით ექსპორტს ასტიმულირებენ, არ შეესაბამება რეალობას, რადგან 2014 წელს 2% (45 მლნ. დოლარით) შემცირდა ექსპორტის მოცულობა 2013 წლის ექსპორტის მოცულობასთან შედარებით და 2863 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული ფაქტით გამართლდა ჩვენი პროგნოზი, რომ ქვეყნის ექსპორტი რუსეთის ბაზარზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და რუსეთის ბაზრის იმედად არ შეიძლება ქვეყნის ექსპორტის ზრდაზე პროგნოზების გაკეთება და ბიზნესის განვითარება

2014 წლის პირველი თერთმეტი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალური ზრდის 5,0 პროცენტისა და 2013 წელს მხოლოდ დეკემბრის თვის რეალური ზრდის პროგნოზის გათვალისწინებით აქვე გამოვთქვამთ ეჭვს, რომ 2014 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილი 5%-ს ვერ მიაღწევს, როდესაც მთელი 10 თვის მანძილზე ამ მაჩვენებლის გადაჭარბებით შესრულებას გვპირდებოდენ.

ფინანსთა სამინისტროს განცხადებით 2014 წლის ბიუჯეტის გადასახდელები 98,8% შესრულდა და ბოლო 10 წელიწადში ეს მაჩვენებელი უპრეცედენტოა. სამწუხაროდ მთარობა სულ წარსულში იხედება ნაცვლად მომავალზე ზრუნვისა, მაგრამ ამასობაში მთავარი ფაქტები ავიწყდება, რომ ყოველწლიურად ბიუჯეტი თავდაპოირველ ვარიანტთან შედარებით მხოლოდ იზრდებოდა და 7-ჯერ იქნა გაზრდილი 2004-2012 წლები, ნაცვალდ 2 წლიანი შეუსრულებლობისა. გარდა ამისა გვინდა ავღნიშნოთ, რომ ხაზინის ოპერატიული ინფომაციაზე დაყრდნობით გადასახდელების შესრულებას დააკლდა 166 მლნ. ლარი. გადასახდელების შესრულებაში დიდი წვლილი 100 მლნ. ლარით ფინანსური აქტივების ზრდის მუხლზე მოდის, რასაც ბიუჯეტი არ ითვალისწინებდა და ეს თანხები ან დეპოზიტზეა განთავსებული ან გასესხებული, რაც ბიუჯეტის ხელოვნურად შესრულების ფაქტია, როდესაც აცხადებენ რომ წარმატებულად შესრულდა ბიუჯეტი გადასახდელების ნაწილში. აქვე გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც გეგმების შემცირებას უკავშირდება სამინსიტროების მიერ და აღნიშნულის ხარჯზე ფიქსირდება რომ სამინისტრომ ბიუჯეტი შეასრულა, კერძოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წლიური გეგმა 41 მლნ. ლარით იქნა შემცირებული, მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის პროგრამა 49 მლნ. ლარით იქნა შემცირებული და რაც მთავარია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წლიური გეგმა 25 მლნ. ლარით შეამცირეს, რაც იმას ნიშნავს რომ მოსახლეობას 25 მლნ ლარით ნაკლები სამედიცინო მომსახურება მიეწოდა, როდესაც მთავრობის განცხადებით პირორიტეტს ჯანდაცვის სფერო წარმოადგენს.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 16, 2015 14:47

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,788
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics