ერდოღანმა სარგსიანი თურქეთში დაპატიჟა

news
ავტ.: news იანვარი 17, 2015 13:18

ერდოღანმა სარგსიანი თურქეთში დაპატიჟა

თურქეთის პრეზიდენტნმა რეჯეპ ერდორანმა თავისი სომეხი კოლეგა სერჟ სარგსიანი გალილოპთან დაწყებული ომის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დაპატიჟა.
თურქული გაზეთი „ჰიურიეტი“, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს, წერს, რომ ღონისძიება აპრილის ბოლოს არის დაგეგმილი და ანატოლიელი სომხების დღეს ემთხვევა.
ნაკლებად მოსალოდნელია, რომ სარგსიანი მოწვევაზე დათანხმდება – ამ დღეს, 24 აპრილს სომხები წინაპრების მასობრივი ხოცვის დღეს აღნიშნავენ – წერს ფრანს პრესი.
1915 წლის 25 აპრილს ოსმანეთის იმპერიის მთავრობამ ე.წ. „დეპორტაციის კანონი“ გამოსცა, რომელმაც საფუძველი დაუდო თურქეთის ტერიტორიიდან სომხების განდევნას და თითქმის მილიონი სომხების სიკვდილს.
სომხები და სომხური დიასპორა მთელს მსოფლიოში ოსმანეთის იმპერიის მიერ სომხეთის გენოციდზე საუბრობს. მომხდარი გენოციდად ბევრმა ქვეყანამ აღიარა.
დღესასწაული, რომელზეც ერდორანმა 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი დაპატიჟა ქალაქ ჩანაკალეში გაიმართება.

news
ავტ.: news იანვარი 17, 2015 13:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,060
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics