ერდოგანმა ისრაელი და დასავლეთი მკაცრად გააკრიტიკა

ერდოგანმა ისრაელი და დასავლეთი მკაცრად გააკრიტიკა

12 იანვარს, ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ ტაიპ ერდოგანსა და პალისტინის ლიდერ მაჰმუდ აბბასს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია რა პირით ჩავიდა ისრაელის პრემიერი 11 იანვარს პარიზის მიტინგზე, როცა მას ღაზას სექტორში 2500-მდე ბავშვისა და ქალის მკვლელობაზე პასუხი არ გაუცია მსოფლიოსთვის. ,,სახელმწიფო ტერორის მომწყობი ლიდერების ხელის ჩამოსართმევად ხომ არ იყო იქ ხალხი მისული?! ისე იქცეოდა, თითქოს ხალხი მისი მისვლით აღფრთოვანებული იყო და ხელებს უქნევდნენ! ტერორს თუ ვებრძვით, ბავშვების გაჟლეტის მომწყობებს პასუხი უნდა მოვთხოვოთ,, განაცხადა ერდოგანმა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, იგივე პრობლემა დგას სირიასთან მიმართებაში, რადგან ამ ქვეყნის ლიდერიც ტერორისტია. ,,სირიაში მისი ტერორისტი ლიდერის წყალობით 350 ათასი კაცია მოკლული და რას ვაკეთებთ ამის შესაჩერებლად?! ერთი პატარა მოძრაობაც არ ხდება მსოფლიოში ამ სისხლისღვრის შესაწყვეტად… გამოდის, რომ მომავალშიც ხოცვაჟლეტის გაგრძელებას უნდა ვადევნოთ თვალი… ეს არის ტერორთან ბრძოლა?! ჩვენ ვინტერესდებით ამ ხალხის ბედით და ჩვენზე გადმოდის მათი უბედურება… თურქეთში 2 მილიონი სირიელი ლტოლვილი გვყავს და ეს არავის აღელვებს,, განაცხადა ერდოგანმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიინტერპოლის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ძებნა უკრაინის სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას კარგავს. ის ყველაფერს თავისი მარიონეტების მეშვეობით აკონტროლებს. მე არჩევნებამდე დავბრუნდები