ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის დაჭრის შესახებ საუბრობენ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 22, 2015 13:30

ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის დაჭრის შესახებ საუბრობენ

ჯიჰადისტური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაგდადის შეასახებ ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია ვრცელდება.

ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ალ-ბაგდადმა მარტში კოალიციის ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად სერიოზული ჭრილობები მიიღო. კოალიცია, რომელსაც აშშ უდგას სათავეში, რამდენიმე თვეა ჯიჰადისტური დაჯგუფების პოზიციებს ბომბავს ერაყსა და სირიაში.
Guardian-ს დასავლელი დიპლომატისა და ერაყის მთავრობის მრჩეველის სიტყვები მოყავს, რომლის თანახმადაც ერაყში, თურქეთის საზღვართან ახლოს ჯიჰადისტების დაბომბვისას, რომელიც მარტში მოხდა, დაიბომბა მანქანების კოლონა, რომლითაც ისლამური სახელმწიფოს ლიდერები გადაადგილდებოდნენ. მრჩეველ ჰიშამ ჰიშამის თქმით მთავრობამ ჯერჯერობით არ იცის ალ-ბაგდადი იმყოფებოდა თუ არა რომელიმე დაბომბილ მანქანაში.
Guardian-ს სხვა წყაროს ინფორმაციაც მოყავს, რომლის მიხედვითაც ალ-ბაგდადი ისე მძიმედ იყო დაჭრილი, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, თუმცა ის გამოჯანმრთელდა.
ვაშინგტონში პენტაგონის წარმომადგენელმა სტივ უორენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკელ სამხედროებს ალ-ბაგდადის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გააჩნიათ. ასევე, მან თქვა, რომ დაჯგუფების ლიდერი ავიადარტყმების ობიექტი არ ყოფილა. „ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს ალ-ბაგდადი იყო“ – თქვა მან.
აბუ ბაკრ ალ-ბაგდადი ცდილობს თავის შესახებ ინფორმაცია საჯარო არ გახადოს. ითვლება, რომ ბევრ მებრძოლსაც კი არ ყავს ის სახეზე დანახული.
ის საველე მეთაურებთან ნიღაბით გამოდის, რის გამოც „უცნობი შეიხი“ შეარქვეს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 22, 2015 13:30

Google სტატისტიკა


4,731
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics