ერაყის პოლიცია: „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა 45 ადამიანი ცოცოხლად დაწვეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 18, 2015 12:27

ერაყის პოლიცია: „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა 45 ადამიანი ცოცოხლად დაწვეს

ერაყის პოლიცია: „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა 45 ადამიანი ცოცოხლად დაწვეს„ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტებმა 45 ადამიანი დაიჭირეს და ცერაყის პოლიცია: „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა 45 ადამიანი ცოცოხლად დაწვეს ცოცხლად დაწვეს ერაყის დასავლეთით მდებარე ქალაქ კასიმ ობეიდიში.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ვინ იყვნენ დაკავებულები და რატომ დასაჯეს ისინი. კასიმ ობეიდის ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ დაჭერილები ერაყის სპეციალური სამსახურის წევრები იყვნენ.

გასულ კვირას „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა ქალაქ ალ-ბაღდადის დიდი ნაწილი დაიკავეს, რომლის გვერდითაც „აინ ალ-ასადის“ ავიაბაზა მდებარეობს, სადაც 320 ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორია დისლოცირებული.

პოლკოვნიკმა ობეიდიმ განაცხადა, რომ შენობის კომპლექსზე, სადაც უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ცხოვრობდნენ, თავდასხმა განხორციელდა. მან ერაყის მთავრობას და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა ალ-ბაღდადს დაეხმარონ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 18, 2015 12:27

Google სტატისტიკა


6,269
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics