ენერგეტიკის სამინისტრო: აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას საფრთხე არ ემუქრება

ენერგეტიკის სამინისტრო აგვისტოში ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მცდარს უწოდებს.

ენერგეტიკის სამინისტრო ეხმაურება მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთობკომპანიების დაჯარიმების მიზეზით შესაძლოა ქვეყანას აზერბაიჯანიდან გაზმომარაგების პრობლემა შეექმნას და აცხადებენ, რომ ეს ცალსახად არ შეესაბამება სინამდვილეს. ამის შესახებ ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“ამასთან დაკავშირებით კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მრავალწლიანი სტრატეგიული თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში გრძელდება და არანაირი საფრთხე ამ ურთიერთთანამშრომლობას არ ემუქრება, რასაც ადასტურებს სახელმწიფო კომპანიებს შორის გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულებები გაზმომარაგების სფეროში.
უფრო მეტიც, აზერბაიჯანულ და ქართულ მხარეებს შორის სისტემატურად იმართება სამუშაო შეხვედრები სადაც, განიხილება როგორც ადგილობრივ ბაზრის მოთხოვნების სრულად და სტაბილურად მომარაგების, აგრეთვე მსხვილ რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტებში პარტნიორობის საკითხები”, -ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ვირუსის ბლოკატორები