ენერგეტიკის სამინისტრომ სამწლიანი მუშაობის ანგარიში ტექნიკურ უნივერსიტეტში წარადგინა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 13, 2015 13:44

ენერგეტიკის სამინისტრომ სამწლიანი მუშაობის ანგარიში ტექნიკურ უნივერსიტეტში წარადგინა

ენერგეტიკის სამინისტრომ სამწლიანი მუშაობის ანგარიში ტექნიკურ უნივერსიტეტში წარადგინაენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გიორგი ნიკოლაძის სახელობის დარბაზში სამინისტროს სამწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა. ენერგეტიკის სამინისტროს სამწლიანი ანგარიში, უნივერსიტეტის პროფესურის გარდა, მთავრობის წევრებმა და დიპლომატიურმა კორპუსმაც მოისმინა.
“წარმოგიდგენთ ენერგეტიკაში მიმდინარე მოვლენებს, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებს. მივმართავ ახალგაზარდობას: ენერგეტიკა დღეს არის დარგი, რომელიც განიცდის აღმავლობას და ქვეყანაში ერთ-ერთი ძლიერი და მნიშვნელოვანი მიმართულება ხდება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ახალი სისხლი, თქვენი, სტუდენტებისა და ახალგაზრდა პრაქტიკოსების ჩართულობა. თქვენ უნდა დანერგოთ და აითვისოთ ენერგეტიკაში ახალი ტექნოლოგიები. თქვენ უნდა უზრუნველყოთ სისტემის გამართული და უხარვეზო მუშაობა, უნდა მიიღოთ სტრატეგიის დაგეგმარებაში მონაწილეობა, გახადოთ პროცესები გამჭვირვალე და პროგრესირებადი. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღებთ ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებულ სფეროს, რის შედეგებსაც მომავალი თაობა დაინახავს. მივმართავ ყველა თაობის პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერებს – დავდგეთ ერთად და გავზარდოთ პროფესია ენერგეტიკოსის რეჟიმი, რათა ახალმა თაობამ ამ მიმართულებით შექმნას მომავალი. დღეს ჩვენ ვქმნით იმ ფუნდამენტს, რომელიც აუცილებელია დარგის განვითარებისთვის. ეს არის სფეროს პოპულარიზაცია, დასაქმების პერსპექტივა, ნოვატორული მიდგომები. ჩვენ, პოლიტიკოსები, ვმუშაობთ იმისთვის, რომ შევქმნათ ჯანსაღი გარემო, გავმიჯნოთ ენერგეტიკის თემა და პოლიტიკა, აღვადგინოთ ის შელახული იმიჯი, რაც გამოიწვია ხელისუფლების ცვლამ და საბოლოოდ გავათავისუფლოთ ეს დარგი დამკვიდრებული არასწორი სტერეოტიპისაგან”, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

ენერგეტიკის სამინისტრომ სამწლიანი მუშაობის ანგარიში ტექნიკურ უნივერსიტეტში წარადგინა
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ენერგეტიკის უწყების მთავარი მიღწევა უწყებაში პიროვნული ინტერესებისა და პოლიტიკური რეალიების გამიჯვნაა. მისი თქმით, უწყებაში მიმდინარე პროცესები გამჭვირვალე და სტაბილურია, რაც ენერგეტიკის სფეროში განხორციელებულმა ინვესტიციებმა განაპირობა.
“დღეს ჩვენი მთავარი მიღწეული შედეგი არის ის გარემო, სადაც გავმიჯნეთ პიროვნული ინტერესები და პოლიტიკური რეალიები. პროცესები არის გამჭვირვალე და სტაბილური, რასაც ხელი შეუწყო ამ დარგში განხორციელებულმა ინვესტიციებმა. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, ბევრი განხორციელდა და ძალიან დიდი და მასშტაბური პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი. ხშირად ვიმეორებ და დღესაც გავიმეორებ, რომ 70-იანი წლების შემდეგ, საქართველოს ენერგეტიკაში ასეთი აღმავლობა, ასეთი მასშტაბური ინვესტიციები არ განხორციელებულა, ეს, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის დამსახურებაა”, – განაცხადა კალაძემ.

ენერგეტიკის სამინისტრომ სამწლიანი მუშაობის ანგარიში ტექნიკურ უნივერსიტეტში წარადგინა
„ღია მმართველობის“ ფარგლებში, 2012-2015 წლებში ენერგეტიკული მიმართულებით, „გამრიცხველიანდა 180 ათასი აბონენტი და გაზიფიცირდა 115 ათასამდე ოჯახი. წლის ბოლომდე ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 60-მდე სოფელში მცხოვრები 13 ათასამდე ოჯახი შეძლებს ბუნებრივი აირით სარგებლობას. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობამ 19 მილიონი ლარი გამოყო. ელექტროფიცირდა 22 უშუქო სოფელი და წლის ბოლომდე კიდევ 7 უშუქო სოფელში დასრულდება ელექტროფიცირების სამუშაოები. 2013-2015 წლებში გაფორმდა 60 ურთიერთგაგების მემორანდუმი 88 პროექტის განხორციელების მიზნით, რის შედეგადაც, 2.4 მილიარდი აშშ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდება და ქვეყანა 1,600 მგვტ-მდე დამატებით დადგმულ სიმძლავრეს მიიღებს. ექსპლუატაციაში შევიდა 10 ჰესი (157 მგვტ.) – ინვესტიცია 264,4 მლნ. აშშ დოლარი. 2015 წლის ბოლომდე კიდევ დებედა და დარიალი ჰესების ექსპლუატაციაში გაშვება იგეგმება. ჯამში, მათი დადგმული სიმძლავრე 110 მგვტ-ზე მეტია, ხოლო ჯამური საინვესტიციო თანხა 110 მლნ. აშშ დოლარს აჭარბებს. 2015 წელს დაიწყო უმსხვილესი ენერგეტიკული პროექტების: ნენსკრა ჰესის (1 მილიარდ 200 მილიონი დოლარი), ხუდონ ჰესის (1 მილიარდ 500 მილიონი დოლარი) და ცხენისწყლის ჰესების კასკადის (723 მილიონი დოლარი) განხორციელება“, – აღნიშნა მან.
მასალა და ექსკლუზიური ფოტოები მოგვაწოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 13, 2015 13:44

Google სტატისტიკა


5,794
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics