“ენგურჰესის” კუთვნილებასთან დაკავშირებით ქართულ მხარესთან მოლაპარაკებები დაწყებულია

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 16, 2015 13:23

“ენგურჰესის” კუთვნილებასთან დაკავშირებით ქართულ მხარესთან მოლაპარაკებები დაწყებულია

კომპანია “ჩერნომორენერგოს” გენერალური დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადებით, “ენგურჰესის” კუთვნილებასთან დაკავშირებით ქართულ მხარესთან მოლაპარაკებები დაწყებულია. ამის შესახებ ასლან ბესარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ქონების რეესტრში ეს ობიექტი არ არის. საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე გავედით მოლაპარაკებების პროცესზე ქართულ მხარესთან. თუ ეს საკითხი არ გადაწყდება როგორც აფხაზეთი, ასევე საქართველოს დაზარალდება”, – განაცხადა ბესარიამ.
კითხვაზე, მეზობელ სახელმწიფოსთან იურიდიული მოლაპარაკებების არარსებობის პირობებში, როგორ ხდება ურთიერთობა, ბესარიამ განაცხადა, რომ საკითხს კომპლექსურად უნდა მიუდგნენ.
“წარმოიდგინეთ, რომ მეზობელი ბინის მრიცხველი თქვენს დერეფანში მდებარეობს. შეუძლიათ თქვენ ელექტროენერგია არ მოგცენ?”, -განაცხადა ბესარიამ.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 16, 2015 13:23

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,100
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics