ელისო კილაძე: “ოჯახების ტერორიც დაიწყეთ?!”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 22, 2015 01:06

ელისო კილაძე: “ოჯახების ტერორიც დაიწყეთ?!”

გაზეთ “ქრონიკა+”–ის რედაქტორი ელისო კილაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია. გომელაურის შემცვევლი პრემიერს ჯერ არ დაუსახელებია. "ქრონიკა+"-ის რედაქტორის ელისო კილაძის ინფორმაციით შს მინისტრის პოსტზე სამი კანდიდატურა განიხილება, რომელთაგან ერთს პრემიერი უახლოეს დღეებში დაასახელებს. "შს მინისტრის პოსტი ნამდვილად საჯილადო ქვა გახდა, როგორც კოალიციის შიგნით ისე კოალიციის გარეთ, პირველი ის, რომ რესპუბლიკელებს ამ პოსტზე ჰყავთ თავიანთი კანდიდატურა და ეს გახლავთ გიგლა აგულაშვილი, ისინი შეეცდებიან, რომ ეს კანდიდატურა გაიყვანონ, კოალიციის პოზიცია თავად ჩემთვის უცნობია, მაგრამ ვიცი, რომ კარგი პოზიციები აქვს მინისტრის ამჟამინდელ მოადგილეს სოსო გოგაშვილს, რომელსაც პრემიერის საყვარელი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი ძალიან კეთილგანწყობილად უყურებს. ჩემი ინფორმაციით, მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად სწორედ ის დაინიშნება ამ დღეებში, რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს. საზოგადოებას ალბათ ახსოვს, ნინო ბურჯანაძე, როცა მოსკოვიდან დაბრუნდა თქვა, რომ მას აქვს უსტარი და ის ელოდება შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილთან. მე მაქვს ინფორმაცია, რომ რუსები ამ პოსზტე, მას შემდეგ რაც მინდია ჯანელიძის თავდაცვის სამინისტროდან წამოსვლის გამო დაკარგეს სამინისტროზე კონტროლი ცდილობენ, რომ შს მინისტრის პოსტზე, მათთვის სასურველი კანდიდატურა გაიყვანონ. ვეჭვობ, რომ ეს არის ის დანაბარები, რომელის ნინო ბურჯანაძემ უნდა გადასცეს ირაკლი ღარიბაშვილს მოსკოვიდან. ამ ეტაპზე, რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდები, იმიტომ, რომ კოალიციის შიგნით, ეს საკითხი არ თანხმდება და არც რესპუბლიკელები აპირებენ პოზიციების დათმობას და არც ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არ ვიცით. გიორგი მღებრიშვილს, სასჯელაღსრულების მინისტრს, როგორც ვიცი მფარველობს ირაკლი ღარიბაშვილი და როგორც ვიცი, მას უნდა რომ ამ პოსტზე გაიყვანოს სწორედ მღებრიშვილი, რაკი ორ კვირაზე მეტ ხანს გაჭიანურდა ეს დავიდარება. ჩემი ინფორმაციით, მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნება სოსო გოგაშვილი ოფიციალურად, ეს მოხდება ამ დღეებში და ამის შემდეგ უკვე შემოდგომამდე ალბათ გაარკვევენ ვისი პოზიციები უფრო მყარია კოალიციაში, რესპუბლიკელების, რუსების თუ ბიძინა ივანიშილის",-განაცხადა ელისო კილაძემ.

“ოჯახების ტერორიც დაიწყეთ?!
ჩემს ქალიშვილს ამ წუთას სახლში უცნობი პირი მიუვარდა და ბრახუნით აიძულებდა კარების გაღებას.
მივედით გაიქცა.სახლის შესასვლელი თეთრი მანქანით იყო გადაკეტილი.
გოგაშვილს და მის ბანდას გადაეცით-ვერ შემაშინებთ !!!
გაბედეთ და მოდით !!!!–წერს გაზეთ “ქრონიკა+”–ის რედაქტორი ელისო კილაძე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 22, 2015 01:06

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics