ეკონომიკის სამინისტრო ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აუქციონზე გატანას გეგმავს

news
: news იანვარი 10, 2015 19:40

ეკონომიკის სამინისტრო ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აუქციონზე გატანას გეგმავს

მნიშვნელოვანი

  • ეკონომიკის სამინისტრო ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აუქციონზე გატანას გეგმავს

სხვა სტატიები

ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აუქციონზე იქნება გატანილი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, “ბათუმი თაუერთან” (ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი) დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ორ ინვესტორს შორის გაფორმებულია ურთიერთგაგების მემორანდუმი.
“მემორანდუმის თანახმად, ჩვენ გვაქვს ნაკისრი ვალდებულება, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ქონება უნდა გავიტანოთ აუქციონზე, ხოლო მეორე მხარემ უნდა მიიღოს აუქციონში მონაწილეობა. აუქციონზე იქნება საწყისი ფასი, რომელიც მიმართული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში და ასევე იქნება საინვესტიციო ვალდებულებები, რომელიც ინვესტორმა უნდა შეასრულოს. რაც შეეხება საწყის ფასს, დღეს ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ იმაზე, რაც შემოგვთავაზა ინვესტორმა. ინვესტორის შემოთავაზებული ფასი არის 25 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. ამჟამად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მიმიდნარეობს აღნიშნული ქონების შეფასება და ამის შემდეგ უკვე ჩამოვყალიბდებით ყველაფერზე”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
კითხვაზე, რა დაჯდა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა, ქუმსიშვილმა უპასუხა, რომ ეს საკმაოდ პრობლემატური საკითხია, რადგან მშენებლობა ქაოტურად მიმდინარეობდა და ამ პერიოდის მანძილზე ვერ მოხერხდა პირველადი საბუთების მოძიება.

“ექსპერტიზიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ დადგინდება აღნიშნული შენობის თვითღირებულება. ამჟამად ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, რომელიც არ არის ხელმოწერილი, ეს თანხა შეიძლება იყოს 45-46 მილიონი ლარი დღგ-ს გარეშე, თუმცა კომპანიას გაცილებით მეტი თანხები აქვს მიღებული”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საუნივერსიტეტი მიმართულებასთან დაკავშირებით მედიას დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით მიეწოდება.

“ჩვენ გვაქვს კონკრეტული შემოთავაზება, გვყავს კონკრეტული ინვესტორები და მივიჩნევთ, რომ ბათუმში ერთი კარგი სასტუმროს არსებობა არის ძალიან კარგი მიმართულება”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

news
: news იანვარი 10, 2015 19:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,930
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics