ეკონომიკის სამინისტროს “პანორამა თბილისის” მშენებლობაზე ნებართვა არ გაუცია

news
: news იანვარი 19, 2015 12:25

ეკონომიკის სამინისტროს “პანორამა თბილისის” მშენებლობაზე ნებართვა არ გაუცია

“პანორამა თბილისის” განხორციელებაზე ეკონომიკის სამინისტროს ნებართვა ჯერ არ აქვს გაცემული, თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ პროექტის დეტალური განხილვა დაწყებულია.

მშენებლობის ნებართვა “პანორამა თბილისის” განახორციელებაზე სწორედ ეკონიმიკის სამინისტრომ უნდა გასცეს. საკრებულოს უმრავლესობაში კი ამ ნებართვამდე, პროექტის მნიშვნელობასა და ინვესტიციის მოცულობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

“რა თქმა უნდა, ინტერესი, რომ განხორციელდეს აღნიშნული პროექტი, ძალიან დიდია, ოღონდ, რა თქმა უნდა, არც არაფერი არ უნდა დაშავდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია განხორციელდეს ისეთი პროექტი, რომელიც სასიკეთო იქნება ქალაქისთვის,” – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს უმცირესობაში კი აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, მიღებულია და ეკონომიკის სამინისტრო მშენებლობის ნებართვას უპრობლემოდ გასცემს.

“მიუღებელია, მხოლოდ ეკონომიკური ინტერესით ქალაქის ისტორიული იერსახის განადგურება. ნათელია, რომ ეკონომიკის სამინისტრო უპრობლემოდ გასცემს ნებართვას ისე, რომ საზოგადოებრივი აზრი არ იქნება გათვალისწინებული,” – აცხადებს საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – თბილისის” თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე.

news
: news იანვარი 19, 2015 12:25

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,393
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics