ეკა ტყეშელაშვილი: ეს იყო სიტყვის თავისუფლების ყველაზე ტრაგიკულად გამოხატული ხელყოფა

news
: news იანვარი 11, 2015 18:59

ეკა ტყეშელაშვილი: ეს იყო სიტყვის თავისუფლების ყველაზე ტრაგიკულად გამოხატული ხელყოფა

„ეს იყო სიტყვის თავისუფლების ყველაზე ტრაგიკულად გამოხატული ხელყოფა“-ასე აფასებს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ეკა ტყეშელაშვილი საფრანგეთში მომხდარ ტერაქტს.

იგი აცხადებს, რომ ადამიანის განვითარებას სწორედ მისი ნააზრევის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა უშლის ხელს, შესაბამისად როდესაც მსგავსი საფრთხე დგას საზოგადოების წინაშე მისი ვალია გაერთიანდეს ცივილიზაციის ამ მნიშვნელოვანი მონაპოვარის დასაცავად.

ეკა ტყეშელაშვილმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში აქართველოს როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში საზოგადოებასაც და სახელმწიფოსაც თავისი წილი პასუხისმგებლობა გააჩნია.

„მაქსიმალურად უნდა დაიცვას ნებისმიერმა სახელმწიფომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის ჩვენმა სახელმწიფომაც უნდა გააკეთოს ეს. ნებისმიერ სახის ექსტრემიზმი, ფანატიზმი და შეზღუდვა არის ის, რისკენაც ასეთი ტიპის დაჯგუფებები მიილტვიან. ექსტრემიზმი და ფანატიზმი ერთი კონკრეტული რელიგიისთვის დამახასიათებელი არ არის, ეს შეიძლება ნებისმიერი რელიგიისთვის დამახასიათებელი იყოს. სამართლებრივი გარემო და ისტიტუციონალური ჩარჩო მორგებული უნდა იყოს იმაზე, რომ რელიგიური შემწყნარებლობის და სიტყვის თავისუფლების ხელყოფა არ მოხდეს“-განაცხადა ტყეშელაშვილმა და ასევე განმარტა, რომ ტერორისტების მიზანი შიშის ფაქტორის დამკვიდრება იყო და მთავარია ჟურნალისტებს თვითცენზურა და გაუჩნდეთ.

„კურიერის“ პირდაპირ ეთერში საუბრის ბოლოს კი მან აღნიშნა, რომ საფრანგეთი როგორც მოსალოდნელია შემოიღებს გარკვეულ შეზღუდვებს ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით გადაადგილებაზე, თუმცა აუცილებელია დაცული იყოს „ოქროს ბალანსი“ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი მას ბუმერანგივით არ შემოუბრუნდეს უკან.

news
: news იანვარი 11, 2015 18:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


14,433
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics