ეკა გიგიაური განცხადებას ავრცელებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 26, 2015 02:36

ეკა გიგიაური განცხადებას ავრცელებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური დღეს ფეხბურთის ფედერაციაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება და წერს: "ნამდვილად არ ვიცი ფეხბურთის ფედერაციის პრობლემატიკა და არც უწინ და არც ახლა, როგორც გარედან მაყურებელი უბრალოდ ვხედავ, რომ ქართული ფეხბურთი დღეს კრიზისს განიცდის თამაშების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ. მაგრამ ის რაც დღეს ფეხბურთის ფედერაციაში არჩევნებთან დაკავშირებით ხდება სირცხვილთან ერთად სავარაუდოდ კონკრეტული პირების მიერ უფლებამოსილების გადამეტებას წარმოადგენს, რომლებმაც ყველაფერთან ერთად ისიც უზრუნველყვეს, რომ ხალხი ამ არჩევნებს არასამართლიანად აღიქვამს თუ გაიმარჯვა კობიაშვილმა. და არველაძის გამარჯვება კი გმირობის ტოლფასად ჩაითვლება. რაც პრინციპში ასეც გმოვა. ახლა ერთი კითხვაც ჩნდება: პოლიციის, პროკურატურის, მედიის, სასამართლოს, სპორტის და ა.შ. პოლიტიზირება რომელ ხელისუფლებას გამოადგა ამ ქვეყანაში? რა ვიცი წინას არ გამოსდგომია და არც იმის წინას და ამას ვითომ გამოადგება თუ ასე გააგრძელებს ? ნუ დრო გვანახებს" - წერს ეკა გიგაური.“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური განცხადებას ავრცელებს:

“კარგი რომც იყოს დადგმული ციხის კადრები ეს რას ნიშნავს? რომ გასული წლების დროს ციხეში წამება არ იყო? ან პოლიციელები და პროკურატურა არ ძალადობდა პოლიტიკურ აქტივისტებზე ან განსხვავებული აზრის ადამიანებს არ დევნიდნენ? საჭიროების შემთხვევაში ბიზნესმენებს არ ართმევდნენ ხოლმე წილებს და რიგით მოქალაქეებს მიწის ნაკვეთებს? ეფექტური გამოძიების ჩატარება და წამებაში მონაწილე პირების სამაგალითოდ დასჯაა ახლა მთავარი ამოცანა დღევანდელი მთავრობისთვის (და არა საპროცესოების გაფორმება მათთვის).

 

ასევე იმათი დასჯა ვინც საცოდავი ადამიანების წამების კადრებს ავრცელებენ და მათ უფლებებს არღვევენ და მათ უზომო ტკივილს აყენებენ. ეს ყველაფერი საჭიროა. იმისთვის რომ ამ ქვეყანაში მსგავსი რამე აღარ განმეორდეს – თუ ვინმე ჩაიდენს ზუსტად იცოდეს, რომ პასუხი მოეთხოვება. ციხეში ნჯოების ალტერნატიული დამატებითი მონიტორინგია გასაკეთებელი და სამართალდამცავების მიერ დანაშაულის ჩადენის გამოსაძიებლად შსს-გან დამოუკიდებელი მექანიზმია შესაქმნელი.

პოლიციაში და პროკურატურაში კი ძველი “მნიშვნელოვანი” გამოცდილების მქონე კადრების შენარჩუნებაც არ არის საჭირო. თორემ კუდი ერქმევა სამსახურს თუ სუსი მაგას არ აქვს მნიშვნელობა, თუ ხალხი იგივეა და მონიტორინგის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ შემაკავებელ მექანიზმს არ შექმნი”– აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 26, 2015 02:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,342
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics