ეკა გიგაური ხელისუფლებას კრიზისების მართვის გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებს

news
ავტ.: news ივნისი 23, 2015 13:54 განახლებულია

ეკა გიგაური ხელისუფლებას კრიზისების მართვის გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებს

მნიშვნელოვანი

  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ხელისუფლებას საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, კრიზისების მართვის გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებს.

სხვა სტატიები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ხელისუფლებას საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, კრიზისების მართვის გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ეკა გიგაურმა “პირველ პრესკლუბში” განაცხადა, სახელმწიფომ იმ თანხების ეფექტური კოორდინაცია უნდა განახორციელოს, რაც 13-14 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შეგროვდა.

„მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ყველაფერს გადახედოს, რაც სტიქიის დროს ხდებოდა და ამის საფუძველზე გადადგას შემდეგი ნაბიჯები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ იმ დახმარებების კოორდინაცია გააკეთოს, რაც სხვადასხვა ჯგუფებმა აღმოუჩენეს სახელმწიფოს და სტიქიისგან დაზარალებულ ადამიანებს. ცნობილია, რომ ძალიან ბევრი ბიზნესმენი გამოეხმაურა ამ საკითხებს და თქვეს, რომ სახელმწიფოს დაეხმარებიან, ასევე საუბარია იმ თანხებზეც, რაც სხვადასხვა აქციების შედეგად გროვდება. სახელმწიფომ კი აღნიშნული დახმარებების კოორდინაცია ეფექტურად უნდა მოახდინოს“, – განაცხადა გიგაურმა.

მისი თქმით, იმ მოქალაქეების უფლებები არ უნდა დაირღვეს, რომლებმაც სტიქიის შედეგად დაურეგისტრირებელი უძრავი ქონება დაკარგეს.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ის მიდგომები შეიმუშაოს, რომელსაც გამოიყებნებს იმ მოქალაქეებთან მიმართებაში, რომლებმაც უძრავი ქონება დაკარგეს, რაც კანონის შესაბამისად არ იყო დარეგისტრირებული. ამიტომ სახელმწოფო ვალდებულია მათი უფლებებიც დაიცვას“ – აღნიშნა გიგაურმა “პირველ პრესკლუბში”.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, კრიზისების ეროვნული და ადგილობრივი სამოქმედო გეგმები უნდა შემუშავდეს.

„სამოვავლო გეგმებს რაც შეხება, მნიშვნელოვანია, რომ კრიზისების მართვის გეგმები შემუშავდეს, როგორც ეროვნიულ, ასევე ლოკალურ დონეზე საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. ეს გეგმები აუცილებელია თემატური იყოს. მაგალითად, განსხვავებულია კრიზისების მართვის გეგმა, როდესაც ქვეყანაში არის ომი და განსხვავებულია, როდესაც ქვეყანას თავს სტიქიური უბედურება ატყდება. მთავრობამ და ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს კრიზისების გეგმა, რომელიც ასევე სირთულის მიხედვით უნდა განსხვავდებოდეს, ხოლო აღნიშნული გეგმების ეფექტურად განხორციელებისთვის აუცილებელია შესაბამისი ტრეინინგი ჩატარდეს“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

news
ავტ.: news ივნისი 23, 2015 13:54 განახლებულია