ეკა გიგაური: მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროებმა გაითვალისწინონ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 31, 2015 19:09

ეკა გიგაური: მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროებმა გაითვალისწინონ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ გამოსვლას პარლამენტში დადებითად აფასებს. როგორც მან სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტმა სწორი აქცენტები გააკეთა მიღწევებზე. „პრეზიდენტმა ასევე სწორი აქცენტები გააკეთა პრობლემატურ საკითხებზე, რომელიც არსებობს ქვეყანაში და რომელთა მოგვარებაც არის მნიშვნელოვანი. მისასალმებელია ის, რომ ის საუბრობდა ქვეყნის მართვის სისტემაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ იყოს კოორდინაცია უწყებებს შორის. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ პრეზიდენტმა ისაუბრა საარჩევნო რეფორმაზე, რაც დღის წესრიგში დგას და სულ ცოტა ხანში კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას საარჩევნო სისტემის შეცვლის თვალსაზრისით. ასევე მისასალმებელია რომ პრეზიდენტრმა ისაუბრა ქალთა უფლებებზე, რაც პრობლემაა დღეს და ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი“ – განაცხადა ეკა გიგაურმა. მისივე თქმით, ისინი მიესალმებიან პრეზიდენტის აქცენტს საგარეო კურსთან დაკავშირებით და ეთანხმებიან იმ პოზიციას, რომ უფრო ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი ნატოსთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით.
„საერთო ჯამში ვფიქრობთ რომ საინტერესო გამოსვლა ჰქონდა პრეზიდენტს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი არ დარჩეს მხოლოდ განცხადებებად და იმ სამინისტროებმა, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი ამ პრობლემების მოგვარებაზე, გაითვალისწინონ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები“– აღნიშნა ეკა გიგაურმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 31, 2015 19:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,333
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics