ეკა ბესელია: უმრავლესობას პრეზიდენტთან სადებატო არაფერი გვაქვს

ეს არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა

“ნაციონალური მოძრაობა” პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატებს ითხოვს და მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტმა უნდა გასცეს ყველა აქტუალურ შეკითხვს პასუხი და ქვეყნისთვის მნიშნველოვან საკითხებზე საკუთარი პოზიცია გამოხატოს. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ მათ პრეზიდენტთან არაფერი აქვთ სადებატო.

“ჩვენ პრეზიდენტთან არ გვაქვს სადებატო. ფორმატი უნდა იყოს პარლამენტის მიერ პრეზიდენტის მოსმენა, თუ როგორ ხედავს ის დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ.” -აცხადებს ეკა ბესელია.

ნაციონალური მოძრაობის განცახდებით, თუ დებატები არ გაიმართება, მთავრობა კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ არაფრის მაქნისია.

“უნდა იყოს პოლიტიკური დებატები და პარლამენტმა უნდა თქვას რას ფიქრობს შემდეგ პრეზიდენტის მოსაზრებებზე, ეს მისთვისაც არის საინტერესო.” – აცხადებს გიგი წერეთელი.

დებატების გამართვის მომხრეები არიან თავისუფალი დემოკრატებიც. ვიქტორ დოლიძის თქმით, დებატების გამართვით, ყველას მიეცემა საშუალება საკუთარი მოსაზრება გამოთქვას, რაც ჯანსაღ საკონსულტაციო და სადისკუსიო ფორმატს წარმოადგენს.

გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტში 18 მარტს წარსდგება.

ვირუსის ბლოკატორები