ეიფელის კოშკის თანამშრომლები პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 23, 2015 00:05

ეიფელის კოშკის თანამშრომლები პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ

11116022_1598927033725631_2093832373_n22 მაისს პარიზში ეიფელის კოშკის თანამშრომლები პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ.
თანამშრომლები კოშკზე „ჯიბის ქურდების“ რიცხვის კატასტროფულ ზრდას აპროტესტებენ და ითხოვენ , რომ ხელისუფლებამ რეალური და ეფექტური ნაბიჯები გადადგას პრობლემის გადასაჭრელად. მათი თქმით, „ჯიბის ქურდების“ თავზეხელაღებულობას უკვე საზღვარი არ აქვს. როგორც პარიზის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობის მუშაკები ამბობენ, კოშკის ტერიტორიაზე რამდენიმე ბანდა მოქმედებს, თითოეულ მათგანში 4-5 ადამიანია. ხშირად კი მომხდარა ისე, რომ ისინი იმდენი არიან, რომ ტერიტორიების გასაყოფად ჩხუბიც კი მოსდით. დღეს კოშკის დახურვამ ბევრი ტურისტი დატოვა უკმაყოფილო. კოშკის მომსახურე პერსონალი ამბობს, რომ ისინი მომხმარებლის უფლებების და მომსახურებისთვის პოლიციასთან თანამშრომლობენ.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 23, 2015 00:05