ეთერ კაკულიას დღეს ქაშუეთის ეკლესიაში გადაასვენებენ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 29, 2015 02:47

ეთერ კაკულიას დღეს ქაშუეთის ეკლესიაში  გადაასვენებენ

ეთერ კაკულიას 30 ივნისს დაკრძალავენლეგენდარულ მომღერალ ეთერ კაკულიას დღეს, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ქაშუეთის ეკლესიაში გადაასვენებენ.
დღესვე ქაშუეთის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება, 14:00 საათზე კი უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II პანაშვიდს აღავლენს.
მომღერალის გამოსვენება 30 ივნისს, 15:00 საათზე , ქაშუეთის ეკლესიიდან მოხდება. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ეთერ კაკულიას განვლილი ცხოვრების ამსახველი ფოტო-მასალის გამოფენა მოეწყობა. ქართველი ხელოვანები, მომღერლები, კომპოზიტორები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მომღერლის შემოქმედებას გაიხენებენ და ასე გააცილებენ მას უკანასკნელს გზაზე.
ეთერ კაკულიას დროებით ვაკის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალავენ. ხოლო შემდეგ ქალაქ თბილისის მერიის, საპატრიარქოსა და მთავრობის გადაწყვეტილებით მას მახათას მთაზე, ახალ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

ეთერ კაკულია: ვწუხვარ, რომ ვარ სნეული და არ შემიძლია, თქვენს გვერდით ვიყო
ეთერ კაკულიას მიღებული აქვს სახალხო არტისტის წოდება, მინიჭებული აქვს სხვადასხვა ქალაქის საპატიო მოქალაქეობა და არის პრეზიდენტის ორდენოსანი.
მას ქართველი კომპოზიტორების მიერ დაწერილი ორასამდე სიმღერა აქვს შესრულებული, რომელთა უმრავლესობაც საზოგადოებისთვის ცნობილ და საყვარელ სიმღერებად იქცა.
ეთერ კაკულია ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 26 ივნიის, საკუთარ სახლში 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 29, 2015 02:47