ეთერ კაკულიას ახლობლები დაემშვიდობნენ

news
ავტ.: news ივნისი 30, 2015 16:20 განახლებულია

ეთერ კაკულიას ახლობლები დაემშვიდობნენ

მნიშვნელოვანი

  • მომღერალ ეთერ კაკულიას ცხედარი ქაშუეთის ტაძრიდან ტაშით გამოასვენეს. გარდაცვლილი ტაძართან დაასვენეს, სადაც მომღერალს ახლობლები და მეგობრები გამოემშვიდობნენ.

სხვა სტატიები

მომღერალ ეთერ კაკულიას ცხედარი ქაშუეთის ტაძრიდან ტაშით გამოასვენეს. გარდაცვლილი ტაძართან დაასვენეს, სადაც მომღერალს ახლობლები და მეგობრები გამოემშვიდობნენ.
საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა მომღერალი გაიხსენეს და გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვეს.
სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მომღერლები, მსახიობები, სპორტსმენები, პოლიტიკოსები, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები.
ქაშუეთის ეზოში შეკრებილებმა ეთერ კაკულია მისი სიმღერების ფონზე ტაშით გააცილეს. პროცესია რუსთაველის გამზირზე ოპერამდე ფეხით მსვლელობით გაგრძელდა.
მომღერალს ვაკის სასაფლაოზე მშობლების გვერდით დაკრძალავენ. ეთერ კაკულია ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 26 ივნისს საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

news
ავტ.: news ივნისი 30, 2015 16:20 განახლებულია