“ევროპული სტაბილურობა და უსაფრთხოება ღია საკითხად რჩება” – გიორგი მარგველაშვილი

news
ავტ.: news სექტემბერი 7, 2015 10:28

“ევროპული სტაბილურობა და უსაფრთხოება ღია საკითხად რჩება” – გიორგი მარგველაშვილი

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს პრეზინდეტმა, გიორგი მარგველაშვილმა, საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ფაქტორზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ასეთი კონფერენციის ჩატარება ქვეყანაში მნიშვნელოვანია.

სხვა სტატიები

საქართველოს პრეზინდეტმა, გიორგი მარგველაშვილმა, საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ფაქტორზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ასეთი კონფერენციის ჩატარება ქვეყანაში მნიშვნელოვანია.

“ლოგიკურია, რომ დღეს ეს ღონისძიება საქართველოში ტარდება. ქვეყანაში, სადაც 6 წლის წინ ევროპის სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, ეს იყო 2008 წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთის რეგულარული ჯარი დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შემოიჭრა, დღეს კი ევროპული სტაბილურობა და უსაფრთხოება ღია საკითხად რჩება. მოსკოვიდან აშკარა და გაცხადებული გზავნილი მოდის საგარეო პოლიტიკის კუთხით, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის მეზობლები რუსეთის ფედერაციის ინტერესის ზონაში იმყოფებიან. რუსი პოლიტიკოსები თვლიან, რომ ამ ქვეყანაში საკითხების გადაჭრა ნებისმიერი ფორმით შეუძლიათ, და მათ შორის არის სამხედრო გზა. მე რუსეთის ამგვარ მიდგომაზე პასუხს ჯერ ვერ ვხედავ,”-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

უკვე ერთი საათია საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც პრეზიდენტი და პრემიერიც ესწრებიან. კონფერენცია “ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი”, ღონისძიების ერთერთმა ორგანიზატორმა მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა გახსნა.

news
ავტ.: news სექტემბერი 7, 2015 10:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,232
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics