ევროკომისიის თავმჯდომარემ ქვეყნებს მეტი მიგრანტების მიღებისკენ მოუწოდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 9, 2015 16:54

ევროკომისიის თავმჯდომარემ ქვეყნებს მეტი მიგრანტების მიღებისკენ მოუწოდა

ევროკომისიის თავმჯდომარემ ქვეყნებს მეტი მიგრანტების მიღებისკენ მოუწოდაევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟან კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ევროპა მიგრანტებთან დაკავშირებულ კრიზისს დაძლევს. ევროპარლამენტში გამოსვლისას იუნკერმა განაცხადა, რომ ევროპაში დამატებითად 120 ათასი მიგრანტის განსახლება უნდა მოხდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია 1,8 მილიარდი ევროს სპეციალური ფონდის შექმნა, რომელიც მომავალ კრიზისებზე იქნება გათვლილი. ასევე, იუნკერმა თქვა, რომ ევროკომისია მუშაობას იწყებს გეგმების შემუშავებაზე, რომელიც მსგავს პრობლემებზე სწრაფი რეაგირების საშუალებას მისცემს გაერთიანებას.
იუნკერის განცხადებით, ლტოლვილების ნაკადი ევროპისთვის სერიოზულ პრობლემას ქმნის, განსაკუთრებით, იტალია, საბერძნეთი და უნგრეთისთვის. ამასთანავე დაამატა, რომ ლტოლვილების დახმარება, რომლებიც ომს და დევნას გამოექცნენ, ადამიანური ვალდებლებაა.

eu1

ყველა ევროპული ღირებულებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავშესაფრის მიღების შესახებ უფლებაა – განაცხადა იუნკერმა და დაამატა, რომ ევროკავშირი იშვიათად ამაყობს თავისი “ევროპული მემკვიდრეობით”.
“მსოფლიოში ევროპა ითვლება ადგილად, სადაც თავს ყველაზე დაცულად გრძნობენ. ზუსტად ევროპა გახდა იმედის ადგილი ქალებსა და მამაკაცებში ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკადან. ამით უნდა ვიამაყოთ და ამისი არ უნდა შეგვეშინედს” – განაცხადა ჟან კლოდ იუნკერმა.

eu3eu2

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 9, 2015 16:54

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics