ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებას მოქალაქეთა უფლებებთან დაკავშირებით შემდეგ რეკომენდაციებს აძლევს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 8, 2015 17:42

ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებას მოქალაქეთა უფლებებთან დაკავშირებით შემდეგ რეკომენდაციებს აძლევს

cms-image-000027090სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის” განხორციელების შესახებ ევროკომისიის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით საქართველოს მიერ “თითქმის სრულად” შესრულებული პუნქტები შემდეგია: მიგრაციის მართვა, ფულის გათეთრება, თანამშრომლობა სამართალდაცავ ორგანოებს შორის და მოქალაქეების უფლებები.
დოკუმენტის მიხედვით, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონი კარგად სრულდება და ყველა საჭირო კანონქვემდებარე აქტი მიღებულია. “საქართველოს სახელმწიფო ადმინისტრაციის შესაძლებლობების და ადამიანური რესურსების მართვა ზოგადად დამაკმაყოფილებელი და ეფექტიანია. ყველა შესაბამის სექტორსა და სამინისტროში უზრუნველყოფილია თანამშრომელთა ტრენინგის ადექვატური დონე. რეადმისიის პროცედურები და რეადმისიის საქმეების მართვის ელექტრონული სისტემა დანერგილია და კარგად ფუნქციონირებს” – წერია დასკვნაში და იქვე აღნიშნულია, რომ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის იმ ნაწილების ამოქმედება, რომელიც დაკავებას და დაბრუნებას შეეხება, 2015 წლის 1 ივლისამდე გადაიდო. ამასთან დოკუმენტის მიხედვით, ხელისუფლებამ ყველა საჭირო მექანიზმი და საშუალება დანერგა. თუმცა, დოკუმენტის მიხედვით, საჭიროა სიღრმისეული ანალიზი, რომ განისაზღვროს ნებისმიერი ტიპის ხარვეზი და სამართლებრივი საკითხი, რომელსაც მოგვარებას საჭიროებს. ამ მხრივ ევროიკომისია საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციებს სთავაზობს. კერძოდ:
• შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოღებული რისკების ანალიზის კონცეფციას ჩაამატოს მიგრაციის პოლიტიკის ყველა შესაბამისი სფერო, მათ შორის თავშესაფრის პოლიტიკა, სამარათლებრივი მიგრაციის პოლიტიკა და ინტეგრაციისა და რეინტეგრაციის საკითხები.
• მართვის ერთიან სტრუქტურაში გააერთიანოს რეინტეგრაციის ღონისძიებები, რომ მოხდეს მათი მართვა სტრატეგიულად, მკაფიოდ განსაზღვრული სექტორული პოლიტიკის მიმართულებების საფუძველზე. ხელისუფლებამ უნდა განაგრძოს მობილურობის ცენტრების უზრუნველყოფა მდგრადი დაფინანსებით და გაზარდოს მათი შესაძლებლობები რისკების ანალიზის შედეგების გათვალისწინებით. საქართველოში (ნებაყოფლობით, დემპორტაციითა და რეადმისით) დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობის დასადგენად შექმნას ანალიტიკური ანგარიშგების სისტემა.
• უნდა ჩატარდეს უფრო ინტენსიური საინფორმაციო კამპანიები რეგიონულ, ადგილობრივ და ყველა სხვა დონეზე საქართველოს მოქალაქეების სამომავლო უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული უფლებებისა და მოვალეობების შესახებ”.
რაც შეეხება ფულის გათეთრების პუნქტს, დოკუმენტის მიხედვით, საქართველომ გასულ წელს მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, სამართლებრივი ბაზა ძირითადად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო ინსტიტუციური საფუძველი, უწყებათაშორისი თანამშრომლობა და ადმინისტრაციული ბაზა უმეტესწილად უზრუნველყოფილია. “ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხორციელება კვლავაც გეგმის მიხედვით უნდა გაგრძელდეს. ტერორიზმის დაფინანსების პრაქტიკული გამოცდილება
შეზღუდულია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება მომზადებული ჩანს
საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პრობლემების დასარეგულირებლად.
საპროცესო შეთანხმებების ფართო გამოყენებას ის რისკი ახლავს, რომ
კრიმინალები მოძებნიან გზებს უკანონო ქონების კონფისკაციისთვის თავის
ასარიდებლად” – წერია დოკუმენტში. ამ მხრივ ევროკომისიის რეკომენდაციები შემდეგია:
“• გააძლიეროს საკანონმდებლო ბაზა ფულადი სახსრების საერთაშორისო
მოძრაობასთან დაკავშირებით და გააუმჯობესოს მისი განხორციელება;
• უკეთესად გამოიყენოს არსებული საკანონმდებლო ბაზა კრიმინალური
ქონების კონფისკაციის მიზნით;
• შეავსოს დარჩენილი ვაკანსიები ფინანსური მონიტორინგის სამსახურში;
• უზრუნველყოს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მეთოდოლოგიისა და
ოფსაიტ შემოწმების განყოფილებამ დაიწყოს საქმიანობა სრული შემადგენლობით და დაარსდეს ოფსაიტ მონიტორინგის დამოუკიდებელი
განყოფილება დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში;
• მეტი ყურადღება მიაქციოს და გაზარდოს ინფორმირებულობის დონე
ანგარიშვალდებულ ორგანიზაციებში, რომლებიც ან არ წარმოადგენენ ან
ძალზე მცირე რაოდენობით წარმოადგენენ სათანადო ანგარიშებს”.
რაც შეეხება სამართალდაცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობას, დასკვნაში წერია, რომ აღნიშნული უწყებები ერთობლივად მუშაობენ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში და ამ საქმიანობას კომპლექსურად, მრავალდარგობრივ მიდგომაზე დაყრდნობით ასრულებენ. ასევე გამომძიებლებსა და პროკურორებს შორის კარგი ურთიერთკავშირი არსებობს. “ქართულ უწყებებს აქვთ თანამედროვე აპარატურა, რომელიც ეხმარება მათ გამოძიებისა და სამართლებრივი დევნის განხორციელებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის მთავარ დეპარტამენტს და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები აქვთ” – აღნიშნულია დასკვნაში.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, დაიწყოს შეფასების რეგულარული ანგარიშების მომზადება ყველანაირ საფრთხეებთან დაკავშირებით და განახორციელოს ინფორმირების პროგრამა პოლიციასა და მთავარ პროკურატურაში საოპერაციო დონეზე საერთაშორისო თანამშრომლობის მასშტაბის შესახებ.
თითქმის სრულად დაკმაყოფილებულად ითვლება ასევე კიდევ ერთი პუნქტი, კერძოდ, მოქალაქეთა უფლებები. “თანდათანობით ხდება ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ქმედითი განხორციელების განმტკიცება პრეცედენტული სამართლისა და პრეცედენტების მეშვეობით, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად დისკრიმინაციასთან დაკავშირებული ცოტა საქმე თუ არის შეტანილი
სასამართლოებში. ეს მოვლენები მოჰყვა ანტიდისკრიმინაციული კანონის –
რომელიც ქმნის საკანონმდებლო ბაზას თანასწორობისა და დისკრიმინაციის
არარსებობის უზრუნველსაყოფად – ძალაში შესვლას და მის განსახორციელებლად
გატარებულ ზომებს, რომლებშიც გადამწყვეტ როლს სახალხო დამცველის
აპარატი ასრულებს” – წერია ევროკომისიის დასკვნაში. რაც შეეხება ანტიდისკრიმინაციული კანონის გარკვეულ დებულებებს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ “ასეთი სიფხიზლე საჭიროა იმის უზურნველსაყოფად, რომ პრაქტიკულად
ხორციელდებოდეს ადეკვატური და ეფექტიანი დაცვა დისკრიმინაციისგან და რომ
ნებისმიერი გადახვევა გამოყენებული იქნეს აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპების და საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად.
რაც შეეხება ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის
განხორციელებას, პრემიერ-მინისტრთან არსებული ადამიანის უფლებათა
სამდივნო სრულად არის დაკომპლექტებული პერსონალით და 2014 წლისთვის
დაგეგმილი ყველა სამუშაო შესრულებულია”.
დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი წინსვლა აღინიშნა ეთნიკური უმცირესობების დაცვისა და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის კუთხით: “საქართველომ დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები რეგიონული ანუ უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის ხელმოსაწერად და საქართველოს კანონმდებლობის ქარტიის დებულებებთან ჰარმონიზების მისაღწევად. გარდა ამისა, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები სახელმწიფო ენის შესახებ კანონის მისაღებად”.
მიუხედავად წინსვლისა, ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებას მოქალაქეთა უფლებებთან დაკავშირებით შემდეგ რეკომენდაციებს აძლევს:
“• გააფართოოს და განაგრძოს საქმიანობა თანასწორობის, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ფართო საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიმართულებით; გაააქტიუროს ძალისხმევა უმცირესობათა თემების ინფორმირებულობის გასაზრდელად მათი უფლებებისა და არსებული სახელმწიფო სერვისებისა და დახმარებების შესახებ; მიიღოს ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშესაწყობად წინა სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში მიღებული გამოცდილების სრულად გათვალისწინებით, ამ გეგმის ქმედითი განხორციელებისთვის ადეკვატური დაფინანსების უზრუნველყოფით და მონიტორინგის ქმედითი მექანიზმების ჩამოყალიბებით მისაღწევი მიზნობრივი ინდიკატორებითა და მაჩვენებლებით.
• გააგრძელოს იურიდიული სფეროს სპეციალისტების ტრენინგი სამოქალაქო საზოგადოებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან მჭიდრო კონტაქტის პირობებში და სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებების სათანადოდ გათვალისწინებით”.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 8, 2015 17:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics