ევროკავშირი საქართველოს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში დახმარებას სთავაზობს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 15, 2015 12:25

ევროკავშირი საქართველოს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში დახმარებას სთავაზობს

ევროკავშირი საქართველოს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში დახმარებას სთავაზობსევროკავშირი საქართველოს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში დახმარებას სთავაზობს. ორგანიზაციის უმაღლესი წარმომადგენელის ფედერიკა მოგერინისა და ევროკომისრების კრისტოს სტილანი-დესისა და იოჰანეს ჰანის ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს საქართველოს და თანაუგრძნობს წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებულ მოსახლეობას.

“ევროკავშირის საგარნგებო რეაგირების საკოორდინაციო ცენტრი მონიტორინგს უწევს მოვლენების განვითარებას და მზადაა დახმარების გასაწევად,” – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 15, 2015 12:25