ევროკავშირი “გაზპრომის” გეგმებით გაკვირვებულია

news
: news იანვარი 15, 2015 11:53

ევროკავშირი “გაზპრომის” გეგმებით გაკვირვებულია

ევროკავშირი „გაზპრომის“ გადაწყვეტილებით, შეცვალოს ევროპაში გაზის ტრანსპორტირების მარშრუტი, გაკვირვებულია.

ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მაროს შეფჩოვიშმა, რომელიც ენერგეტიკულ საკითხებს კურირებს, განცხადება „გაზპრომის“ ხელმძღვანელ ალექსეი მილერთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება „გაზპრომის“, როგორც მიმწოდებლის, რეპუტაციას დიდ ზიანს მიაყენებს.

მისივე თქმით, ეს ცვლილება ეკონომიკურად მიზანშეწონილი არ არის.

რუსულმა მხარემ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს განაცხადა, რომ ის უკრაინას თურქეთით სრულად ჩაანაცვლებდა. „გაზპრომი“ გეგმავს 63 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატანას ევროპაში ახალი მარშრუტით, შავი ზღვიდან უკრაინის ნაცვლად, თურქეთის გავლით.

„ძალიან გაკვირვებული ვარ,“ – განაცხადა შეფჩოვიჩმა მილერის განცხადების შემდეგ და დასძინა, რომ უკრაინის გვერდის ავლით თურქული მარშრუტი ევროკავშირის გაზის სისტემისთვის მოსახერხებელი არ არის.

news
: news იანვარი 15, 2015 11:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,133
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics