ევროკავშირის სამიტზე მოსკოვის მორიგი სანქციების საკითხს აღარ განიხილავენ

news
: news თებერვალი 12, 2015 17:04 განახლებულია

ევროკავშირის სამიტზე მოსკოვის მორიგი სანქციების საკითხს აღარ განიხილავენ

მნიშვნელოვანი

  • მინსკში მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ევროკავშირის სამიტზე მოსკოვის წინააღმდეგ მორიგი სანქციების

სხვა სტატიები

მინსკში მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ევროკავშირის სამიტზე მოსკოვის წინააღმდეგ მორიგი სანქციების დაწესების საკითხს აღარ განიხილავენ. ამის შესახებ ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

“როიტერის” ცნობით, მოგერინიმ ასევე აღნიშნა, რომ მინსკის შეთანხმება მნიშვნელოვანია, თუმცა არა – საბოლოო.

ევროკავშირის სამიტი დღეს გაიმართება. ფინეთის პრემიერის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, შეხვედრისას უკრაინისათვის სამხედრო იარაღის მიწოდების საკითხის განხილვა არ იგეგმება.
რაც შეეხება მინსკში მიღწეულ შეთანხმებას, დოკუმენტის მიხედვით, მხარეები 15 თებერვლიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.

news
: news თებერვალი 12, 2015 17:04 განახლებულია

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


12,288
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics