ეგვიპტეში საფეხბურთო მატჩის დროს 22 ადამიანი დაიღუპა

news
ავტ.: news თებერვალი 9, 2015 11:47

ეგვიპტეში საფეხბურთო მატჩის დროს 22 ადამიანი დაიღუპა

2129_b  22 ადამიანი დაიღუპა ეგვიპტეში საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარი არეულობის დროს.

ორი დედაქალაქური კლუბის, ზამელეკისა და ენპის გუნდების შეხვედრა გულშემატკივართა შეტაკებების გამო შეწყდა.

არეულობა ქაიროს ქუჩებში გაგრძელდა. საქმეში პოლიცია ჩაერია და სწორედ სამართალდამცველებთან შეტაკებების შემდეგ გარდაიცვალა 22 გულშემატკივარი.

როგორც ეგვიპტური საინფორმაციო საშუალებების იუწყებიან, 22-ვე გულშემატკივარი ზამელეკის გუნდის ქომაგია.

აღსანიშნავია, რომ ეგვიპტე სტადიონებზე მომხდარი არეულობებით ერთ-ერთი გამორჩეულია მსოფლიოში.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს პორტსაიდში მომხდარ ინციდენტს 72 გულშემატკივარი ემსხვერპლა.

 

2127_b

news
ავტ.: news თებერვალი 9, 2015 11:47

Google სტატისტიკა


13,362
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics