ებრაელები რუსეთს ტოვებენ…

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 13, 2015 17:52

ებრაელები რუსეთს ტოვებენ…

მნიშვნელოვანი

  • ისრაელის ალიას სამინისტროს (რეპატრიანტების სამინისტრო რედ.) ცნობით, 2015 წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან ისრაელში მიგრირებული ებრაელების რაოდენობამ გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით 51%-თ გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ებრაული საზოგადოება მასობრივად ტოვებს ამ ქვეყანას...

სხვა სტატიები

ისრაელის ალიას სამინისტროს (რეპატრიანტების სამინისტრო რედ.) ცნობით, 2015 წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან ისრაელში მიგრირებული ებრაელების რაოდენობამ გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით 51%-თ გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ებრაული საზოგადოება მასობრივად ტოვებს ამ ქვეყანას…

გავრცელებული ინფორმაციით, 2015 წლის მხოლოდ ივნისის თვეში 2500-მდე ებრაული ფესვების მქონე რუსეთის  მოქალაქემ მიმართა ისრაელს რეპატრიაციის მოთხოვნით, რაზეც ისრაელის მთავრობამ რა თქმა უნდა დადებითი პასუხი გასცა…

ისრაელის ალიას მინისტრის ზეევ ელკინის განცხადებით, ,,ისრაელის სახელმწიფო მზად უნდა შეხვდეს რუსეთიდან მომავალ თანამოძმეების დიდ ტალღას და ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა გამოიყენოს ის დიდი პოტენციალი, რომელიც ამ ადამიანებს თან მოაქვთ ისტორიულ სამშობლოში,,

აღსანიშნავია, რომ ომისა და ეკონომიკური სიტუაციის  გაუარესების გამო, ებრაელებმა უკრაინიდანაც დაიწყეს ისრაელში მასობრივი მიგრაცია.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 13, 2015 17:52

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics