დღეს შენდობის კვირაა

news
: news თებერვალი 22, 2015 12:15 განახლებულია

დღეს შენდობის კვირაა

მნიშვნელოვანი

  • შენდობის კვირას, დღეს, ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. როგორც "თაიმერს" საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

სხვა სტატიები

შენდობის კვირას, დღეს, ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. როგორც “თაიმერს” საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას დღეს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება.
კვირა საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება. ამის შემდეგ, ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას შეუნდობს.
საპატრიარქოში ამ მომენტისთვის ვერ აკონკრეტებენ დღეს თუ რომელ საათზე შეასრულებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე შენდობის წესს. ამის შესახებ წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესი თავად განაცხადებს.
შენდობის წესის დროს კათოლიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას.
წელს დიდმარხვა 23 თებერვლიდან დაიწყება და 12 აპრილს, უფლის ბრწყინვალე დღესასწაულით დასრულდება.

news
: news თებერვალი 22, 2015 12:15 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,453
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics