დღეს ჟიული შარტავას 71 წელი შეუსრულდებოდა

news
ავტ.: news მარტი 7, 2015 15:10

დღეს ჟიული შარტავას 71 წელი შეუსრულდებოდა

ჟიული-შარტავა-71-1-300x200 ჟიული-შარტავა-71-2-300x248 ჟიული-შარტავა-71-3-300x2007 მარტს საქართველოს ეროვნულ გმირს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს ჟიული შარტავას 71 წელი შეუსრულდებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრეებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებმა ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკეს.

ვახტანგ ყოლბაია ესაუბრა ჟიული შარტავას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ჟიული შარტავას დამ, ცისანა შარტავამ მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც წლების მანძილზე პატივს მიაგებდნენ ჟიული შარტავას ხსოვნას.

news
ავტ.: news მარტი 7, 2015 15:10