
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით დროულად უნდა მოხდეს კრიზისული მდგომარეობიდან გამოსავლის გზების განსაზღვრა.
“დღეს პენსია დოლარში იმაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 2012 წელს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი გახდებოდა. მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა უნდა გაგვცეს პასუხი კითხვებზე. მმართველ კოალიციას კონსულტაციების დაწყებისკენ მოვუწოდებთ. ჩვენ გვაქვს შემუშავებული 36-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას შესძლებს,” – აცხადებს დეპუტატი გიორგი კანდელაკი.


















