დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიმართება

პარლამენტში საგაზაფხულო სესია 26 ივნისს დაიხურა. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის თქმით, 27 ივნისის 12:00 საათიდან რიგგარეშე სესია იქნება მოწვეული.
,,27 ივნისიდან რიგგარეშე სესიების ფორმატში გადავალთ. მე უკვე მივმართე პრეზიდენტს ამის შესახებ და მან განკარგულებაც გამოსცა, როგგარეშე სესიების მოწევევასთან დაკავშირებით” , – განაცხადა დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე.