დღეს ენგურის ხიდზე დატრიალებული ტრაგედია–რუსმა ოკუპანტებმა მე–7 კლასის მოსწავლე შეიწირეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 4, 2015 21:55

დღეს ენგურის  ხიდზე დატრიალებული ტრაგედია–რუსმა ოკუპანტებმა მე–7 კლასის მოსწავლე შეიწირეს

დღეს, ენგურის ხიდზე ე.წ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზებმა გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღებიდან ცაავების ოჯახი არ გამოატარეს. მათ ზუგდიდში სასწრაფო საოპერაციოდ გადმოყავდათ თავიანთი მეშვიდე კლასელი შვილი. ოკუპანტებმა ცაავების ოჯახს დამატებითი საბუთები მოსთხოვეს. როგორც გაირკვა, სანამ დედა დამატებით საბუთებს აკეთებდა, მისი შვილი ადგილზე გარდაიცვალა. როგორ ცნობილია, ცაავების ვაჟი ავადმოყოფობდა, მას რამდენიმე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. დღეს, როდესაც მე–7 კლასის მოსწავლე გალის საავადმყოფოში მიიყავნეს, გალელმა ექიმებმა მშობლებს ბავშვის სასწრაფოდ ზუგდიდში გადაყვანა ურჩიეს, თუმცა ეს ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა. რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს ენგურის ხიდზე. ინფორმაცია “თაიმერს” ცაავების ოჯახის ახლობელმა მიაწოდა.

timer.ge-ექსკლუზივი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 4, 2015 21:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics