დღეს ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება

news
ავტ.: news ივლისი 26, 2015 11:28

დღეს ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება

მნიშვნელოვანი

  • "თბილისი 2015-ის" გახსნის ცერემონიალი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 26 ივლისს, 20:15-ზე დაიწყება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.

სხვა სტატიები

“თბილისი 2015-ის” გახსნის ცერემონიალი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 26 ივლისს, 20:15-ზე დაიწყება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.

ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაციით, გახსნის ცერემონიალი ოფიციალურ და შოუს ნაწილს მოიცავს . ოფიციალურ ნაწილში სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი და “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი გამოვლენ.

სტადიონზე მოსული მაყურებელი იხილავს მასშტაბურ ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობას 1500 ადამიანი მიიღებს.

“თბილისი 2015”-ის ორგანიზატორები მოსახლეობას მიმართავენ გაითვალისწინონ, რომ მიხეილ მესხის სტადიონზე მოხვედრა 19:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

27 ივლისიდან – 1 აგვისტოს ჩათვლით ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შეჯიბრებები სპორტის 9 სახეობაში გაიმართება, რომლებშიც მონაწილეობას 50 ქვეყნის სპორტსმენები მიიღებს.

news
ავტ.: news ივლისი 26, 2015 11:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics