დღეს არსებული მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და ქვეყანაში პროპორციული სისტემა დამკვიდრდეს-გიორგი ახვლედიანი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 28, 2015 18:21

დღეს არსებული მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და ქვეყანაში პროპორციული სისტემა დამკვიდრდეს-გიორგი ახვლედიანი

პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი ახვლედიანის მიიჩნევს, რომ .
ამის შესახებ ახვლედიანმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ახვლედიანმა განმარტა, პრაქტიკულად, დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმება შედგა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის ეგიდით ორგანიზება გაუკეთდება კონფერენციას, რომელშიც ყველა პოლიტიკური პარტია და ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ეგიდით დაგეგმილი კონფერენცია უზარმაზარი კონსენსუსის დასაწყისი უნდა გახდეს იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, კონკრეტული ცვლილებები უნდა დაიწყოს.

„პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს არსებული მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და ქვეყანაში პროპორციული სისტემა უნდა დამკვიდრდეს“, -განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი საარჩევნო სისტემის ცვლილებებს ერთმნიშვნელოვნად ეთანხმება.
„პრეზიდენტი არათუ თანახმაა ამ ცვლილებების, ის ამ მიმართულებით, გარკვეულწილად კონფერენციის მომზადებასაც უხელმძღვანელებს და ამ რეფორმების კიდევ უფრო მეტად გააქტიურებასაც. დაახლოებით, მაქსიმუმ 2-3 კვირაში, საზოგადოება უნდა იყოს მზად იმისთვის,რომ უმნიშვნელოვანესი საკითხი კონსენსუსამდე მივიდეს, რაც სარჩევნო სისტემის ცვლილებას ნიშნავს“, -განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს სამოქალაქო თანხმობის მემორანდუმზე ხელმომწერებს, არასაპარლამენტო პარტიების, ინტერპარტიული ჯგუფის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის ეგიდით, უახლოეს მომავალში, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით, მასშტაბური კონფერენცია გაიმართება, სადაც საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, პოზიციების შეჯერება მოხდება.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 28, 2015 18:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics