დღევანდელმა მთავრობამ შეძლო, რომ ყველა სავალუტო კურსის გამომსახველ ბანერს უყურებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 9, 2015 02:22

დღევანდელმა მთავრობამ შეძლო, რომ ყველა სავალუტო კურსის გამომსახველ ბანერს უყურებს

პარლამენტისაპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, დღევანდელმა მთავრობამ შეძლო, რომ ყველა სავალუტო კურსის გამომსახველ ბანერს უყურებს.
მისი თქმით, ნებისმიერი სახელმწიფოს მთავრობები მუდმივად ავითარებენ გარკვეულ იდეებს და ამ იდეების ირგვლივ ცდილობენ შეკრან ერები, ხშირ შემთხვევაში ეს არის აღმშენებლობა, ხშირ შემთხვევაში თავისუფლებისთვის ბრძოლა. თუმცა, არიან ისეთი მთავრობები, რომლებიც წარუმატებლებად ითვლებიან და მათ პერიოდში გარკვეულ საკითხზე მოსახლეობის კონცენტრირება ხდება. მელიქიშვილმა ამის მაგალითად ე.წ. მეცხრე ბლოკი მოიყვანა.

„მინდა გაგახსენოთ პერიოდი, როდესაც ასეთი საკითხი საქართველოში იყო მეცხრე ბლოკი. მთელი საქართველო დიდი, პატარა, ბავშვი, ქალი ყველგან საუბრობდნენ მეცხრე ბლოკზე. მთელი საზოგადოება იყო შეჩერებული და მიჩერებული. დღეს ამ ბანერებმა გარკვეული ხალისიც გამოიწვია, მაგრამ თქვენ დღევანდელმა მთავრობამ შეძელით, რომ მთელი საქართველო ამ ბანერზეა მიჩერებული. ყველა უყურებს საით წავა კურსი. რომ არ ვყოფილიყავი მოწმე, როგორ შეიყვანეთ პრემიერი შეცდომაში ამ დარბაზში კურსთან დაკავშირებით, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდაო, შეიძლება მეთქვა, რომ თავად ბატონი ირაკლისგან მოდის არასწორი ინფორმაცია. ჩვენ ერთს ვამბობთ, თქვენ – მეორეს. ვერ შევთანხმდებით ამაზე, ათი ღამე რომ გავათენოთ. მთავარია ვხედავთ, რომ პრობლემა არის და ამას სჭირდება გეგმა“,- განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 9, 2015 02:22