
“ეტყობა, ობამას აზრით, დონბასის მოსახლეობის გენოციდი არის ორი ერის წარმატებული საქმე. მაშინ, როცა რუსეთიდან შესული ჰუმანიტარული ტვირთი იმისათვის, რომ ხალხი შიმშილით არ დაიხოცოს, ნობელის პრემიის ლაურეატისთვის აგრესიაა” – ასეთი კომენტარი გაუკეთა მან მილოცვას.
იაროვაიამ ასევე დაამატა, რომ ყირიმის რეფერენდუმი “აშშ-სთვის აუტანლად მშვიდობიანი იყო” და რადიკალურად განსხვავდებოდა “კოსოვოსა და სხვა ქვეყნებში ამერიკული სტანდარტისგან”.
23 აგვისტოს ბარაკ ობამამ უკრაინის პრეზიდენტს პეტრე პოროშენკოს ტელეგრამა გაუგზავნა, სადაც ის უკრაინას 24-ე დამოუკიდებლობის დღეს ულოცავდა. ტელეგრამაში ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კიევის ხელისუფლება როგორც არასდროს ახლოს არის საკუთარ დემოკრატიულ ხედვასთან და უკრაინის აყვავებასთან.















