დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე იმსჯელეს

news
: news აგვისტო 6, 2015 15:21

დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე იმსჯელეს

მნიშვნელოვანი

  • პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ დროებითი სამთავრობო კომისიის რიგგარეშე სხდომაზე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე იმსჯელეს.

სხვა სტატიები

პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ დროებითი სამთავრობო კომისიის რიგგარეშე სხდომაზე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე იმსჯელეს.
როგორც “თაიმერს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კომისიის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიში მოისმინა. საუბარი შეეხო რეგიონში განათლებისა და ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს და საჭიროებებს, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, მოსახლეობას ძირითადად გაზმომარაგება, წყლით უზრუნველყოფა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სჭირდება, რაზე მუშაობაც უკვე მიმდინარეობს. პრემიერმა კომისიის წევრებს მოსახლეობის საჭიროებების მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოგვარება დაავალა.
“პრემიერ-მინისტრის ჩართულობა კომისიის სხდომაში ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს მთავრობისთვის გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. განვიხილეთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს – გაზმომარაგება, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფა. კომისია 2013 წლის ოქტომბრიდან არსებობს და განათლების, ჯანდაცვის, წყალმომარაგებისა და შეშით უზრუნველყოფის მიმართულებით ბევრი ნაბიჯი უკვე გადაიდგა, განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები და ეს სამუშაოები მუდმივად მიმდინარეობს”, – აღნიშნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა.

news
: news აგვისტო 6, 2015 15:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,990
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics