დონეცკში შეტაკებისას ქართველი მებრძოლი დაიღუპა

news
: news იანვარი 18, 2015 18:12

დონეცკში შეტაკებისას ქართველი მებრძოლი დაიღუპა

მნიშვნელოვანი

  • უკრაინაში, დონეცკთან ახლოს, ბრძოლების შედეგად ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა და სამი დაიჭრა.

სხვა სტატიები

უკრაინაში, დონეცკთან ახლოს, ბრძოლების შედეგად ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა და სამი დაიჭრა.

ამის შესახებ “კურიერს” ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, უკრაინაში, დონეცკთან ახლოს, ბრძოლების შედეგად ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა და სამი დაიჭრა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველები უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ბატალიონში მსახურობდნენ, რომელიც დონეცკის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო დისლოცირებული.

დაშავებულთა შორის ერთ-ერთი ბატალიონის ასეულის მეთაური იყო.

დაჭრილები უკვე გადაიყვეს საავადმყოფოში. ერთ-ერთს კანტუზია აღენიშნება. თუმცა, არც ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმე არ არის.

პრორუს სეპარატისტებს იერიში მთელი ღამის განმავლობაში არ შეუწყვეტიათ. ამის გამო უკრაინელმა სამხედროებმა სეპარატისტების პოზიციებისთვის ცეცხლის მასობრივი გახსნის ბრძანება მიიღეს.

დაპირისპირების ეპიცენტრად კვლავ დონეცკის აეროპორტი რჩება.

გავრცელებული ცნობით, ჯარისკაცებმა ტერიტორიიდან 2 ცხედარი და 20 დაშავებული გაიყვანეს.

news
: news იანვარი 18, 2015 18:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,434
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics