დონეცკში პარტიზანებმა რუსებს ზესაიდუმლო იარაღი მოპარეს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე თებერვალი 27, 2015 12:40

დონეცკში პარტიზანებმა რუსებს ზესაიდუმლო იარაღი მოპარეს

მნიშვნელოვანი

  • ,,დონეცკის ოლქში, როვენკის რაიონში პარტიზანებმა რუსებს უახლესი ტიპის ზესაიდუმლო რადიოდაზვერვის დანადგარი ,,ვეგა,, ცხვირწინ ააცალეს. დანადგარი, რომელიც რეალურ საბრძოლო სიტუაციებში გამოსაცდელად იყო დონბასში ჩაყვანილი დაკარგულია და მის მოსაძებნად გაგზავნილი ,,ფეესბეს,, სპეცნაზიც უკან არ დაბრუნებულა,, აცხადებს უკრაინული მედია ბლოგერ ოლეგ იარჩუკის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

სხვა სტატიები

1345770412_shipovnik-aero-2 ,,დონეცკის ოლქში, როვენკის რაიონში პარტიზანებმა რუსებს უახლესი ტიპის ზესაიდუმლო რადიოდაზვერვის დანადგარი ,,ვეგა,, ცხვირწინ ააცალეს. დანადგარი, რომელიც რეალურ საბრძოლო სიტუაციებში გამოსაცდელად იყო დონბასში ჩაყვანილი დაკარგულია და მის მოსაძებნად გაგზავნილი ,,ფეესბეს,, სპეცნაზიც უკან არ დაბრუნებულა,, აცხადებს უკრაინული მედია ბლოგერ ოლეგ იარჩუკის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
უკრაინელი ბლოგერის მიერ აღწერილია გარეგნული მახასიათებლები სპეცტექნიკისა, რომელიც ,,კამაზის,, შასიზე აწყობილი დახურული მანქანაა და გარეგნულად სხვა რუსული რადიოკავშირის მანქანებისაგან დიდად არ გამოირჩევა. ბლოგერის განცხადებით, ,,ვეგა,, გახლავთ დახურული დაშიფრული არხების რეტრანსლირების მობილური სისტემა, რომელიც რუსეთის იარაღის მრეწველობის უახლესი, გასაიდუმლოებული ნაწარმია და ის ჯერ რუსეთის შეიარაღებაშიც კი დანერგილი არ არის. ეს ტექნიკა დონბასში ერთი კვირის უკან, რეალურ საომარ სიტუაციებში გამოსაცდელად შეიყვანეს, თუმცა ის ახლა დაკარგულია და ეძებენ, აცხადებს ბლოგერი, რომელიც აგრეთვე აქვეყნებს რუსების მიერ გაგზავნილ დაშიფრულ რადიოგრამას შემდეგი ტექსტით:
,,თქვენი მოთხოვნისამებრ, როვენკის რაიონში ობიექტის (იგულისხმება ,,ვეგა,,) სამძებრო ღონისძიებისათვის გაიგზავნა ქვედანაყოფი 35690 (იგულისხმება ფეესბეს სპეცნაზი) რომლეთა მიერ განხორციელებულმა მოქმედებებმა შედეგი ჯერჯერობით ვერ გამოიღო. საქმეს ართულებს ამ რაიონში მოქმედი დაუდგენელი წარმოშობის სადაზვერვო დივერსიული ჯგუფების არსებობა, რომელთაგან ერთერთან შეტაკებისას 35690-ს ყავს ,,200,-3 (იგულისხმება 3 დაღუპული),,
უკრაინული მედია აცხადებს, რომ დაკარგულ ტექნიკას გააჩნია საკუთარი ადგილმდებარეობის ცენტრზე გადაცემის სისტემა, რომლის მეშვეობით მისი ადგილმდებარეობა ადვილად უნდა დაედგინათ, თუმცა რახან ეს ამ დრომდე არ მოხერხდა… სავარაუდოდ გამტაცებლები კარგად იცნობდნენ დანადგარის მუშაობის პრინციპებს და ეს სისტემა წაყვანამდე გათიშეს.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსებს ნაპოვნი აქვთ ,,ვეგაზე,, მომუშავე რადისტის გვამი, რომელიც სავარაუდოდ გამტაცებლების მიერ იქნა ლიკვიდირებული.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე თებერვალი 27, 2015 12:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,490
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics