დონბასიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანა არაუგვიანეს ხვალ უნდა დაიწყოს და მაქსიმუმ 14 დღეში დასრულდეს

რუსმა ჟურნალისტმა, იური ბარმინმა სოციალურ ქსელში, „ნორმანდიული ოთხეულის“ მიერ მიღებული სამშვიდობო დოკუმენტის ფოტოები გამოაქვეყნა.

უკრაინული მედია მინსკში მიღწეული შეთანხმების სრულ ტექსტს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლი 15 თებერვლის 00:00 საათზე უნდა შეწყდეს.

– დონბასიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანა არაუგვიანეს ხვალ უნდა დაიწყოს და მაქსიმუმ 14 დღეში დასრულდეს;
– მძიმე არტილერიის გაყვანისათვის დონბასში უნდა შეიქმნას 50-დან 140 კილომეტრამდე სიგრძის უსაფრთხოების ზონა;
– არტილერიის გაყვანისა და ცეცხლის შეწყვეტის პროცესს პირველივე დღიდან მონიტორინგი უნდა გაუწიოს ეუთო-მ;
– დონეცკსა და ლუგანსკში განვითარებულ მოვლენებთან კავშირში მყოფი ყველა დაკავებული ადამიანი უნდა გათავისუფლდეს;
– ცეცხლის შეწყვეტის პირველივე დღეს უნდა დაიწყოს დიალოგი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შესახებ;
– ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს უკრაინის მთავრობის მიერ დონბასში მდებარე სახელმწიფო საზღვარზე კონტროლის აღდგენის პროცესი;
– უკრაინაში საკონსტიტუციო რეფორმა უნდა დასრულდეს 2015 წლის ბოლომდე;
– უკრაინის ტერიტორიიდან ეუთო-ს დაკვირვებით უნდა გაიყვანონ უცხოური სამხედრო ტექნიკა, იარაღი და მებრძოლები;
– დონეცკისა და ლუგანსკის ცალკეული რაიონებისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების შესახებ კანონი უნდა მიიღონ;
– დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეული რაიონების განსაკუთრებული სტატუსი უნდა ითვალისწინებდეს ენობრივ განსაზღვრებას და სატრანსპორტო თანამშრომლობას რუსეთის რეგიონებთან;
– დონბასის ადგილობრივმა მთავრობამ უნდა მიიღოს მონაწილეობა რეგიონული პროკურორებისა და მოსამართლეების შერჩევის პროცესში.
რუსეთის, უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა მინსკში აღნიშნულ შეთანხმებას თითქმის 16-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს.

რუსმა ჟურნალისტმა, იური ბარმინმა სოციალურ ქსელში, „ნორმანდიული ოთხეულის“ მიერ მიღებული სამშვიდობო დოკუმენტის ფოტოები გამოაქვეყნა.რუსმა ჟურნალისტმა, იური ბარმინმა სოციალურ ქსელში, „ნორმანდიული ოთხეულის“ მიერ მიღებული სამშვიდობო დოკუმენტის ფოტოები გამოაქვეყნა.რუსმა ჟურნალისტმა, იური ბარმინმა სოციალურ ქსელში, „ნორმანდიული ოთხეულის“ მიერ მიღებული სამშვიდობო დოკუმენტის ფოტოები გამოაქვეყნა.დონბასიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანა არაუგვიანეს ხვალ უნდა დაიწყოს და მაქსიმუმ 14 დღეში დასრულდეს

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშირუსეთში დაკავებული უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების შესახებ შეთანხმდნენ
შემდეგი სტატიაზუგდიდის გამგეობა უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს სახლს აუშენებს