დონალდ ტუსკმა და “თავისუფალმა დემოკრატებმა” არაფორმალური მმართველობის პრობლემებზე ისაუბრეს

news
ავტ.: news ივლისი 21, 2015 17:48

დონალდ ტუსკმა და “თავისუფალმა დემოკრატებმა” არაფორმალური მმართველობის პრობლემებზე ისაუბრეს

მნიშვნელოვანი

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკისა და "თავისუფალი დემოკრატების" შეხვედრაზე საუბარი ერთპიროვნული, არაფორმალური მმართველობისა და ინსტიტუციების, კერძოდ ეროვნული ბანკის პრობლემებს შეეხო.

სხვა სტატიები

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკისა და “თავისუფალი დემოკრატების” შეხვედრაზე საუბარი ერთპიროვნული, არაფორმალური მმართველობისა და ინსტიტუციების, კერძოდ ეროვნული ბანკის პრობლემებს შეეხო.
ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” გენერალურმა მდივანმა, ალექსი პეტრიაშვილმა ინფორმაცია ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ მიაწოდა. შეხვედრას “თავისუფალი დემოკრატების” მხრიდან პეტრიაშვილის გარდა, მაია ფანჯიკიძე, ზურაბ აბაშიძე, ვიქტორ დოლიძე და დავით ონიფრიშვილი ესწრებოდნენ. როგორც ალექსი პეტრიაშვილმა აღნიშნა, “თავისუფალი დემოკრატების” მიერ შეხვედრაზე წამოწეული იყო საკითხი ევროინტეგრაციის დაჩქარებისა და უვიზო მიმოსვლის მიღების თაობაზე, ვინაიდან ძალიან გააქტიურებულია რუსული პროპაგანდისტული მანქანა და ამ საკითხზე ევროპულ პარტნიორების მხრიდან ერთსულოვნებაა.
“ბატონ ტუსკს ვთხოვეთ, რომ საქართველოს პრობლემა მუდმივად იყოს დღის წესრიგში, როდესაც მათ აქვთ საუბარი რუს კოლეგებთან, რომ ეს საკითხი მაქსიმალური სიმწვავით დაისვას და არ შემოიფარგლონ მხოლოდ განცხადებებით, ასევე საუბარი იყოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზეც, მმართველობის ფორმებზე, არაფორმალური მმართველობის პრობლემაზე, ასევე კონკრეტულ ინსტიტუტებსაც შევეხეთ, კერძოდ ეროვნული ბანკის პრობლემას. დონალდ ტუსკის პოზიცია არის რომ საქართველოს ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია ინსტიტუტების პატივისცემა, დემოკრატიული განვითარება და პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობა”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ შეხვედრაზე “თავისუფალი დემოკრატების” მხრიდან საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასევე ისაუბრეს იმის თაობაზე, თუ როგორ შეუსრულდება ასოცირების დღის წესრიგი და რა ხარვეზები აქვს.
“ვისაუბრეთ იმ რეფორმებზე, რომელიც გატარდა საქართველოში და რომელიც არ არის დამაკმაყოფილებელი, მაგალითად ეროვნული ბანკის რეფორმაზე, პროკურატურის რეფორმაზე, შს სამინსიტროს გაყოფაზე და ა.შ. საუბარი შეეხო თუ რა ხარვეზებს ვხედავთ აქ”, – განმაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, საუბარი შეეხო ასევე პარტია “თავისუფალი დემოკრატების სამომავლო გეგმებსაც. “თავისუფალმა დემოკრატებმა” დონალდ ტუსკს საქართველოში ვიზიტისა და განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზის მონახულების გამო მადლობა გადაუხადეს.

news
ავტ.: news ივლისი 21, 2015 17:48

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,536
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics