დონალდ ტუსკი საქართველოს 20 ივლისს ეწვევა

news
ავტ.: news ივლისი 16, 2015 18:35

დონალდ ტუსკი საქართველოს 20 ივლისს ეწვევა

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 20 ივლისს ეწვევა, - ამის შესახებ "თაიმერს" პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

სხვა სტატიები

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 20 ივლისს ეწვევა, – ამის შესახებ “თაიმერს” პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.
ლიდერები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან, რის შემდეგაც საქართველოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდება. დონალდ ტუსკი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ვიზიტის მეორე დღეს საქართველოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, პრეზიდენტის სასახლეში, ევროკავშირის მისიის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს სამშვიდობო კონტინგენტს სიტყვით მიმართავენ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში 21 ივლისს დასრულდება.
დონალდ ტუსკის ვიზიტი საქართველოში 14-16 ივლისს იყო დაგეგმილი და საბერძნეთის კრიზისის გამო გადაიდო.

news
ავტ.: news ივლისი 16, 2015 18:35

Google სტატისტიკა


5,105
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics