დოლარის ოფიციალური ფასი 2.3058 ლარი გახდა

news
ავტ.: news აგვისტო 7, 2015 17:59 განახლებულია

დოლარის ოფიციალური ფასი 2.3058 ლარი გახდა

მნიშვნელოვანი

  • ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3058 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან

სხვა სტატიები

ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3058 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3058 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3044 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0014 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5191 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5132 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0059 ლარი შეადგინა.

news
ავტ.: news აგვისტო 7, 2015 17:59 განახლებულია