დოლარის ოფიციალური ფასი 2.2487 ლარია

news
ავტ.: news აპრილი 15, 2015 16:55

დოლარის ოფიციალური ფასი 2.2487 ლარია

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2487 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა , რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან, 16 აპრილიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2487 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 2.2435 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0052 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან, 16 აპრილიდან ერთი ევროს შეძენა 2.3816 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.3705 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0111 ლარი შეადგინა.

news
ავტ.: news აპრილი 15, 2015 16:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,333
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics