დოლარის ოფიცალური კურსი 2.14 ლარია

news
ავტ.: news მარტი 2, 2015 18:09

დოლარის ოფიცალური კურსი 2.14 ლარია

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის მიხედვით, ლარი აშშ დოლარისა და ევროს მიმართ მცირედით გამყარდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ხვალიდან, 3 მარტიდან 1 დოლარის შეძენა 2.1403 ლარად იქნება შესაძლებელი.
ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.1654 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0251 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნულ ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან 3 მარტიდან 1 ევროს შეძენა 2.4008 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.4315 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0307 ლარი შეადგინა.

news
ავტ.: news მარტი 2, 2015 18:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,376
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics