დოკუ უმაროვი რამზან კადიროვზე: ის მკვლელია (VIDEO)

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აგვისტო 11, 2015 01:59

დოკუ უმაროვი რამზან კადიროვზე: ის მკვლელია (VIDEO)

მნიშვნელოვანი

  • საუბარში დოკუ უმაროვი რამზან კადიროვის მიერ ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლებში ჩადენილ მკვლელობებსაც იხსენებს...

სხვა სტატიები

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, ასახულია ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ერთერთი საველე მეთაურისა და შემდგომში ,,იმარატ კავკაზის,, ამირის (2007-2013 წწ.), 2013 წელს რუსული სპეცსამსახურების მიერ მოკლული დოკუ უმაროვის საუბარი, სადაც ის რამზან კადიროვის მმართველობის პერიოდში ჩეჩენი ხალხის არნახულ დამცირებაზე და დაშინებაზე საუბრობს….
საუბარში დოკუ უმაროვი რამზან კადიროვის მიერ ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლებში ჩადენილ მკვლელობებსაც იხსენებს… ,,მასხადოვმა რამდენიმეჯერ სთხოვა პუტინს, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე დამსხდარიყვნენ… თუმცა მან მასხადოვი ტერორიზმში დაადანაშაულა და არ შეხვდა, ხოლო კადიროვს რამდენჯერმე შეხვდა და გადაეხვია… უმცროს კადიროვს, რომელსაც ომამდე 2 კაცი ჰყავდა მოკლული. მან მოხუცი ადამიანი ბენზინის რიგში მოკლა… მერე ჩვენ მივედით გარდაცვლილის ოჯახთან რომ სისხლის აღება არ მომხდარიყო და გავაჩერეთ… მეორე მკვლელობა კი საბილიარდოში ჩაიდინა… ბილიარდის ჯოხი თუ მაგიდა ვერ გაიყვეს და იქ კაცი მოკლა… ის მკვლელია… და ასეთ მკვლელს პუტინი კიდევაც ხვდებოდა, ხელსაც ართმევდა და ეხვეოდადა,,

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აგვისტო 11, 2015 01:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,627
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics