დოიჩე ველე: მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტო რუსეთის მოქალაქეების ყირიმში წასვლის რისკებზე საუბრობს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 22, 2015 14:04

დოიჩე ველე: მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტო რუსეთის მოქალაქეების ყირიმში წასვლის რისკებზე საუბრობს

მნიშვნელოვანი

  • დოიჩე ველე: მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტო რუსეთის მოქალაქეების ყირიმში წასვლის რისკებზე საუბრობს

სხვა სტატიები

დოიჩე ველე: მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტო რუსეთის მოქალაქეების ყირიმში წასვლის რისკებზე საუბრობსმომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოება ტურისტებს იმ რისკების შესახებ აფრთხილებს, რაც შეიძლება უკრაინული და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევამ გამოიწვიოს. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს ნახევარკუნძულზე უკრაინული სასაზღვრო პუნქტებიდან შესვლას ურჩევენ.

«ყირიმში წასვლისას რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საერთაშორისო სამართლის კუთხით ნახევარკუნძული ოკუპირებულ ტერიტორიად ითვლება და იქ არაკანონიერად მოხვედრის შემთხვევაში მათზე შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება» – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ორგანიზაცია «საზოგადოებრივი კონტროლი» ავრცელებს. «საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტავით ხაზის გადასმა მისი პრიორიტეტის დაკარგვას არ ნიშნავს» – განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიხეილ ანსაკოვმა.
რამდენიმე ხნის წინ «საზოგადოებრივმა კონტროლმა» ყირიმში წამსვლელი რუსი ტურისტებისთვის რეკომენდაცია გამოაქვეყნა, რომ ნახევარკუნძულზე უკრაინის სასაზღვრო პუნქტებიდან შესულიყვნენ. მან რუსეთის მოქალაქეები ასევე გააფრთხილა, რომ ნახევარკუნძულზე არ აწარმოონ გარიგებები და არ შეიძინონ ნივთები. ორ ქვეყანას შორის არ არსებობს შეთანხმება, რომლის თანახმადაც ყირიმის რუსეთთან მიერთება ლეგიტიმურია, საერშთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ნახევარკუნძული ოკოპირებულ ტერიტორიად ითვლება, ამიტომ რუსი მომხმარებელი, რომელიც ყირიმში აწარმოებს მოლაპარაკებას ან შეიძენს უძრავ ქონებას რისკის ქვეშ აყენებს საკუთარ მოქმედებებს» – ამბობენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.
მათი თქმით, ყირიმში შესვლის უფლების გარეშე ვიზიტი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევაა და ამის გამო მათ წინააღმდეგ კიევის და გაეროს მხრიდან შესაძლებელია შესაბამისი ღონისძიებები გატარდეს როგორც სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ასევე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების სახით – ამბობენ «საზოგადოებრივ კონტროლში».

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 22, 2015 14:04

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,681
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics